WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ პარასკევი, 2024-03-29, 3:07 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » ქიმიურად დახვეული (თმის მოვლა)
11:22 PM
ქიმიურად დახვეული (თმის მოვლა)
ქალის მომხიბვლელობისა და მშვენიერების მთავარი საიდუმლო მოვლილი და ჯანმრთელი თმაა. თუ გსურთ, პიკანტურად გამოიყურებოდეთ, მეტი დრო და ენერგია დაუთმეთ თმას. მისთვის ნუ დაიშურებთ ნურც დროს და ნურც თანხას. 

საუცხოო ვარცხნილობა ხომ თქვენი წარმატების გარანტიაა. გრძელი თმა, რომელზეც ბევრი ქალი ოცნებობს, ხშირად უხალისოდ გამოიყურება და მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, თუკი თმას უსიცოცხლო და უღიმღამო ელფერი აქვს, ის ქალის მომხიბვლელობასაც ჩრდილს აყენებს. 

ხოლო თუ უხალისო ფერს ისიც ემატება, რომ მისი ბოლოები გამოიფიტა და იპობა, ეს თქვენს იმიჯზე უკვე დამღუპველად იმოქმედებს, რადგან თმაში გაჩენილი ”ბოლოჭამია”მიუთითებს, რომ ძალიან ცუდად უვლით და სათანადო ყურადღებას არ აქცევთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ თმის ბოლოები იყოფა, დაუყოვნებლივ უნდა შეიჭრათ იგი. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც უნდა აიჭრათ, სადამდეც თმის ღერი დაუზიანებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმის ღერის სტრუქტურის დარღვევა გაგრძელდება, მისი შუაზე გაყოფა უფრო გახშირდება და თქვენი თმა სავალალო მდგომარეობამდე მივა. თმაში ”ბოლოჭამიების”გაჩენა აგრეთვე ნიშნავს, რომ თმის ღერს ძირიდან საკვები აღარ მიეწოდება, ბოლოები იფიტება და შუაზე იყოფა.

დღეს უამრავი დამცავი ზეთი, ნიღაბი და შამპუნ-ბალზამი არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება ბრმად არ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თქვენი თმის ტიპი, მისი ხარისხი და მკურნალობის პროცედურა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ. უკეთესი იქნება, თუ თმის სტრუქტურას გამოიკვლევთ და სპეციალისტის რეკომენდაციით თმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩაიტარებთ.

ახლა კი რამდენიმე რეკომენდაცია მათ, ვისაც თმის ქიმიურად დახვევა გადაუწყვეტია:

* ქიმიური დახვევა უფრო მისაღებია საშუალო სიგრძის თმაზე. უმჯობესია, გაიკეთოთ საშუალო ან მსხვილი კულულები.

* თუ ძალზე თხელი თმა გაქვთ, მოერიდეთ ქიმიურ დახვევას, ვინაიდან, შესაძლოა, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ იგი საგრძნობლად დაზიანდეს.

*ასევე არ არის რეკომენდებული ძალიან სქელი და ხშირი თმის დახვევა - თქვენი თმა უფრო გაფუებული გამოჩნდება და მისი მოვლაც მეტად გაგიჭირდებათ.


* არასდროს გაიღიაოთ ან გაიმუქოთ თმა ქიმიური დახვევის წინ. სითხე, რომელიც დახვევისას გამოიყენება, ფერს უცვლის საღებავს - თმას ერთი ტონით აბაცებს. ამასთანავე, უკარგავს მას ბზინვარებას. შეღებილი თმა მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ დაიხვიეთ.

* ქიმიურად დახვეული თმა შეიღებეთ 2-3 კვირის შემდეგ. დახვევის შემდეგ მოერიდეთ გამაუფერულებელი საშუალებების გამოყენებას - ამან შესაძლოა თმის დაწვა გამოიწვიოს.

* ქიმიური დახვევის შემდეგ უმჯობესია, თმა შეიღებოთ შედარებით მუქ ტონებში. ამით თავიდან აიცილებთ მის დამწვრობასა და გაუხეშებას.

* ქიმიური ვარცხნილობის შემდეგ თმის უხეშად დავარცხნას მოერიდეთ. რეკომენდებულია შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე ბალზამის შეზელა და თითოეული კულულის საგულდაგულოდ დავარცხნა.

* დაბანის შემდეგ ქიმიურად დახვეული თმა არავითარ შემთხვევაში ფენით არ გაიშროთ. ეს თმის ღერს გააუხეშებს. ასევე კარგია თმის ზეთების გამოყენება.

* დახვეული თმა მშრალ მდგომარეობაში არ დაივარცხნოთ. ეს მას აზიანებს. 

* მიზანშეწონილი არ არის დამწვარი თმის ხშირ-ხშირად დაბანა.

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 1058 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz