WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ პარასკევი, 2024-04-19, 10:24 PM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » ლექსები
7:48 PM
ლექსები
ლექსები















ლექსები
მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი



ლექსები
თვალებს იქეთ…
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.

სტოპა ჩილინგარაშვილი


ლექსები

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…

[მიხეილ სამხარაძე]


ლექსები

გარეთ გავედი და დავინახე,
ხეზე ფოთლებს თოვლი რომ ათოვს,
შიგნით შემოვედი და შევამჩნიე,
შენი მზერა ჩემს გულს რომ ათბობს

და გამახსენდა ის სიყვარული
ვარდისფერ ცაზე ღრუბელს რომ აქრობს,
აღარ გაგრძელდეს ნეტა ეს წუთი
და შენი მზერა დამრჩეს სულ ახლოს.

მაგრამ ვიცი რომ არ შეჩერდება
ეს მშვენიერი წამი ლამაზი
მაგრამ მე მაინც გამახსენდება
ერთობ მშვენიერ დილის დასაწყის.

ლექსები
გამოქვაბულში ძალიან ბნელა,
უცნობი მაინც რაღაცას ხედავს,
გამოქვაბული ჩემი გულია
ის უცნობი კი ვიღარც ქურდია,

გოგონა ანთებს სინათლეს შიგნით
თავის თვალებით და თავის ფიქრით,
შემოიჭრება ჩემთან სულ ახლოს
და შემდეგ ქრება, როგორც არასდროს.

ლექსები
წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

.......................................................................................................
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო
.[/size]
ლექსები
ერთ დრეს გავგიჟდები,
გული ვერ გამიძლებს,
ტირილით მოგადგები
და სიცილს დავიწყებ.
გეტყვი რომ საერტოდ
არ ვიცი ვინა ხარ,
მაგრამ ძალიან,
ძალიან მიყვარხარ!

***

განა ქარი, ნეკერჩხლებს რომ არხევს,
ან ეს წვიმა, რომ მასველებს ჯერაც,
მე თუ მოკლავს - სუსხიანი სახე,
მე თუ მომკლავს - თოვლიანი მზერა...


***
მე აღარ მინდა ცუდზე ვიფიქრო 
და ამ ფიქრებმა სევდა მომგვაროს.
ალბათ ვერასდროს შევეგუები,
შენი თავი რომ ვინმემ მომპაროს.
მიყვარხარ

***

ლექსები

***
ლოდინით დაღლილი ... ჩურჩულით ახსნილი
თვალები დახრილი ... მაშორებს მანძილი
ოცნება ლამაზი, წადილი ნამდვილი
მეც მინდა შენს გულში პატარა ადგილი

***
ოცნებად დამაქვს მე შენი ნახვა,
ნატვრად კი მხოლოდ შენი ღიმილი.
შენმა ლოდინმა ფიქრი მასწავლა,
უშენობამ კი ჩუმი ტირილი

***
მე შენ მიყვარხარ მაგრამ
არ მაქვს ამის უფლება,
მაგრამ სიყვარულს 
ვინ წაართვა თავისუფლება

***
განა ვტირი?! - ალბათ წვიმა შემხვდა გზაში 
სინამდვილემ ოცნებები ჩემში სძლია
ავქვითინდე? - არავითარ შემთხვევაში
დავიწყება უცრემლოდაც შემიძლია

***

ეჭვმა გაფანტა სიყვარული როგორც ნაცარი
ეჭვმა ბევრს სიყვარული დაათმობინა,
ეჭვმა მრავალი დაანგრია ტრფობის ტაძარი,
ეჭვმა ოტელოს დეზდემონა დაახრჩობინა

***
თუ უცებ გულზე დაგეცა წვეთი 
და სიყვარულის სითბო იგრძენი,
თუ ამ ფიქრს მოყვა ნაზი სიზმრები,
მას მოეფერე - ეს მე ვიქნები
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 903 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz