WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ პარასკევი, 2024-03-29, 11:28 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?
6:23 PM
როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?
როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?


გინდა მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შენ მოგწონს? შენ არ შეგიძლია ძალით შეაყვარო თავი ვინმეს, მაგრამ აქ მე მოგცემ რამოდენიმე რჩევას, რომელიც ურთიერთობის დაჩქარებაში დაგეხმარება:

























მოგცემ რამოდენიმე რჩევას, რომელიც ურთიერთობის დაჩქარებაში დაგეხმარება: 

1.შეიყვარე საკუთარი თავი!

შენ უნდა აჩვენო ბიჭს, როგორი შესანიშნავი ხარ, მაგრამ მანამდე შენი თავი დაარწმუნე იმაში, რომ ეს მართლაც ასეა. ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერე, რომ შენ განსაკუთრებული და ინდივიდუალური ხარ. ისე არ გაიგო თითქოს, უნდა ილაპარაკო ბევრი, იყო ქედმაღალი და პირველი ყველაფერში. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ უნდა იგრძნო რა კარგია იმად ყოფნა რაც ხარ. ბიჭებს მოსწონთ, როდესაც გოგო არის დამოუკიდებელი, საინტერესო, ნაზი და არააგრესიული. ისინი აფასებენ, როდესაც შენ ცხოვრობ შენი ცხოვრებით და არ ბაძავ სხვას. ბიჭები, რომლებსაც მოსწონთ განებივრებული თავხედი გოგონები, ხშირად თვითონ არ არიან მამაკაცური მანერების ნიმუშები. და რათ გინდა ადამიანი, რომელიც კარგად არ მოგექცევა? დაიმახსოვრე შენ იმსახურებ უკეთესს!
როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?

2. მიიზიდე მისი ყურადღება

მას შენ ვერ მოეწონები, თუ მას წარმოდგენა არ აქვს შენი არსებობის შესახებ. თუ შენ დარწმუნებული არ ხარ, რომ მისი მზერა ერთხელ მაინც გაჩერებულა შენზე აიძულე მოგაქციოს ყურადღება. შეგხვდა ქუჩაში მიესალმე... თუ შემოტრიალდა, ე.ი. შენ შეძელი ყურადრების მიქცევა. დაელაპარაკე, კითხე სად მიდის, გამოიჩინე ინტერესი. ბიჭების უმეტესობას არ უყვარს ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელია შეიყვარო ადამიანი, როდესაც მასზე არაფერი იცი. მაგრამ არ გადაამეტო, არ აფიქრებინო, რომ "ეტენები" რადგან მხოლოდ ნეგატივს გამოიწვევ. სულ მცირეხნიანი ლაპარაკიც კი მოგცემს იმის საშუალებას განსაჯო ღირსია კი შენი ყურადღების? 
როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?

3.იხუმრე

იუმორის კარგი გრძნობა გარდაქმნის ადამიანს უფრო მიმზიდველად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გადაიქცე კლოუნად, ან უაზროდ იცინო ყველაზე, ვინც გზად შეგხვდებათ. შენი იუმორის გრძნობა უნდა გმატებდეს ინდივიდუალობას. ზოგიერთ ადამიანი გონებამახვილია, ზოგიერთს შეუძლია მოყვეს არაჩვეულებრივად სასაცილო ისტორიები, ზოგიერთი უბრალოდ ხუმრობს ან საკუთარ თავზე ან გარშემომყოფებზე. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ შენ, მაგრამ გაცილებით ადვილია მოაწონი ბიჭს თავი თუ თქვენ ერთად გულღიად გაიცინებთ კარგ ხუმრობაზე, თუ შენ მას ხშირად გააცინებ. მაგრამ ესეც თუ არ გამოგივა არ დაიწყვიტო გული, წაიკითხე შემდეგი რჩევა:)) 

4. საერთო ინტერესები

ვთქვათ მას უყვარს კალათბურთი-შეეცადე გაიგო რა მოსწონს კონკრეტულად მას ამ სპორტში, შეეცადე მოიპოვო რაიმე საინტერესო ამ სპორტის შესახებ. გახსენი შენი გონება რაიმე ახლისთვის. თუ თქვენ აღმოგაჩნდათ საერთო ინტერესები ეს საშუალებას მოგცემთ დაალაგოთ თქვენი ურთიერთობა შენს სასარგებლოდ. მიეცი საშუალება დაინახოს შენში საინტერესო გოგო და შეგიყვაროს. 
როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?

5.იქონიე მოთმინების უნარი

ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. შენ ვერ აიძულებ ბიჭს ძალით შეგიყვაროს და თუ შეეცდები დააჩქარო საქმე, მაშინ შენი ყველა მონდომება წყალში ჩაიყრება. მიეცი მას არჩევანი თავისი ნებით გააკეთოს. ბოლოსდაბოლოს იგი გაგრძნობინებს ან გეტყვის შეძელი თუ არა შენი საწადელის მიღწევა. ხანდახან ბიჭები იმიტომაც არ მოგაქცევენ ყურადღებას, რომ არ არიან მზად ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის...მაგრამ ნუ მიიღებ უარს სამყაროს დასასრულად!!! ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა... გააგრძელე ჩვეულებრივად ცხოვრების გზა... გარშემო უამრავი ბიჭია და 1 პუნქტის წაკითხვის შემდეგ შეინ იცი, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. წარმატებებს გისურვებ!!!


როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს?
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 1137 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz