WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ პარასკევი, 2018-01-19, 0:56 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » მარტი » 17 » სიყვარულის ჰოროსკოპი /2013
12:50 PM
სიყვარულის ჰოროსკოპი /2013
სიყვარულის ჰოროსკოპი /2013



























ყველა გოგონელს ეძღვნება ეს სონგი თავის ჰოროსკოპთან ერთა





სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – თევზები

გველის წლის პირველი ნახევარი თევზებისთვის სატურნის დამამშვიდებელი ზეგავლენის ქვეშ, ჰარმონიასა და სიწყნარეში, სასიამოვნო ოჯახური სიმყუდროვისა და თბილი ურთიერთობების ფონზე ჩაივლის.

მარტოხელა, განსაკუთრებით თებერვალში დაბადებული თევზები ცბიერი ურანის ზემოქმედების ქვეშ მოექცევიან, რაც მათ ცხოვრებაში ვნებების ქარიშხალს გამოიწვევს და ეს გამოიხატება ისეთი ადამიანით გატაცებაში, რომელიც თევზებს ვნებასა და სინაზესთან ერთად ტკივილსა და იმედგაცრუებასაც მოუტანს. თევზები ძლიერ ფიზიკურ და სულიერ მიჯაჭვულობას განიცდიან ახალი პარტნიორის მიმართ, რომელიც ამ მომენტს ანგარებიანი მიზნითაც კი გამოიყენებს. თევზების ნათესავებიც კი, ვინც მის დამღუპველ მიჯაჭვულობას კარგად ხედავს, არჩევანის სიმცდარეში თევზების დარწმუნებას ვერ შეძლებენ. ტკივილით სავსე, ვნებიანი ურთიერთობა დასასრულს ივლისში მიუახლოვდება, როცა თევზების პარტნიორი მათი ჰორიზონტიდან უბრალოდ გაქრება, მას შემდეგ, რაც ამ ურთიერთობიდან ყველაფრის გამოწურვას შეძლებს, რაც აინტერესებდა. სიყვარულში იმედგაცრუებული თევზები ღრმა დეპრესიაში ჩავარდებიან, ისე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებაც შეიძლება დაჭირდეთ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დაოჯახებული ან მუდმივ ურთიერთობაში მყოფი თევზები ნელ-ნელა ზამთრის ძილისგან გამოფხიზლდებიან. მათი სექსუალობა გაუცნობიერებლად გააქტიურდება და თევზები საწინააღმდეგო სქესისთვის მეტად მიმზიდველი ფლუიდების გავრცელებას დაიწყებენ. პარტნიორთა დაჟინებული ყურადღება და სიჯიუტე თევზების ირგვლივ აგებულ ციხე-კოშკში შეღწევას შეძლებს და მათი ოჯახური ერთგულება შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. 

მარტოხელა თევზები მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში მოვლენ გონს და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მიმართ მიზიდულობას იგრძნობენ. მათი მომხიბლავობა და მიმზიდველობა მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა, ნებისმიერ პოტენციურ პარტნიორს თევზები ეჭვის თვალით უყურებენ, ეს კი თაყვანისმცემლის გულწრფელი გრძნობების სათანადოდ აღქმაში უშლით ხელს. მთლიანობაში 2013 წელი თევზებისთვის ემოციურად და გრძნობიერად ბობოქარი იქნება და მათ გულში გაორებულ გრძნობებსა და ახალი ურთიერთობებისადმი შიშს დატოვებს.



სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – ვერძი

წლის პირველ ნახევარში გველი ვერძებისადმი კეთილგანწყობილებას გამოიჩენს, მით უფრო, რომ ცხოვრების ყველა სხვა სფეროში მათ უამრავი პრობლემა აქვთ. ვერძები თავით გადაეშვებიან სიყვარულში, როგორც ერთადერთ ნავთსაყუდელში, სადაც მათ უგებენ და აფასებენ. ეს ეხება როგორც მარტოხელა ვერძებს, რომლებიც მუდმივად ფლირტსა და სასიყვარულო თავგადასავლებში არიან, ისე დაოჯახებულებს. ისინი წელს გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს და საპასუხოდაც დიდ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებენ. ამ პერიოდში სიყვარული, პარტნიორის მხარდაჭერა ვერძებს კრიზისული სიტუაციებისა და ბიზნესში ჩავარდნების გადატანაში დაეხმარება. ბევრ ვერძს თავისი სიყვარულისთვის ბრძოლის გადატანა და არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგესთან კონკურენტულ ბრძოლაში დაპირისპირება მოუწევს. გამოიჩინეთ მთელი თქვენი შეუპოვრობა და დაუმტკიცეთ საყვარელ ადამიანს თქვენი სიყვარული და ერთგულება. ამით მიზანსაც მიაღწევთ და თქვენს პარტნიორს კიდევ მეტადაც დაუახლოვდებით.

2013 წლის პირველი ნახევარი დაუოჯახებელ ვერძებსაც პოზიტიურ ემოციებს მოუტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია არაოფიციალური ურთიერთობა აქვთ, ქორწინებაზე დაფიქრებიან. ამან მათი პარტნიორები თავიდან შეიძლება შეაშინოს კიდეც, მაგრამ ვერძების ქცევა და საიმედოობა მალე დაარწმუნებს, რომ მათზე უკეთესი ცხოვრების თანამგზავრის პოვნას ვერასდროს შეძლებენ. ქორწინებაში მყოფ ვერძებს წლის დასაწყისიდანვე სასიყვარულო სფეროში სრული იდილია ექნებათ, ყოველგვარი ღალატის, სკანდალებისა და ოჯახური ომების გარეშე. ვენერის გავლენა ვერძების სასიყვარულო ურთიერთობებში ვნებასა და სინაზეს შეიტანს, სრულყოფის სურვილი მათ ახალი სექსუალური ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს.

მარტოხელა ვერძები არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: მიმზიდველი, დაუოკებელი ვნება თუ მშვიდი, მაგრამ მგრძნობიარე ხასიათი. არჩევანის გაკეთებას, რომელზეც მათი მომავალი და ბედია დამოკიდებული, ზამთრის მოახლოებისას შეძლებენ. თანაც პარტნიორის თვალში თავიანთი საიმედოობის მტკიცებაც მოუწევთ. ნოემბერში ან დეკემბერში შემდგარი ქორწინება ძალიან მტკიცე, ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით განმსჭვალული იქნება. 


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – კურო

[size=3]შავი გველის წელიწადი კუროებისთვის სასიამოვნო ფლირტითა და მათი პერსონისადმი მომეტებული ყურადღებით აღინიშნება. მათ საბოლოო არჩევანი ჯერ არც გაუკეთებიათ და უკვე სრულად ტკბებიან რომანტიული ვახშმებითა თუ სხვა სასიყვარულო სიამოვნებებით. ეს ის დროა, როცა კუროები მარტივად მიდიან კონტაქტზე, იოლად თანხმდებიან ავანტიურებსა და თავგადასავლებზე. არის ალბათობა, რომ ამ ხნის განმავლობაში კუროებმა ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობაც კი აღადგინონ.

2013 წლის დასაწყისი იდეალური დროა საბედისწერო შეხვედრისთვის. და თუ წლის პირველ ნახევარში პარტნიორისადმი გრძნობა სულ იზრდება და სიყვარულის მრავალჯერად ახსნა და ერთგულების ფიცი ახლავს, წლის შუა პერიოდიდან კუროებს ნელ-ნელა იმედგაცრუება დაეუფლებათ. ისინი იდეალისტები არიან და ხშირად გონებაში ჩაბეჭდილი იდეალის ძიებაში წლები ან სულაც მთელი ცხოვრება გადის. გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ სიყვარულის პირველი ამოფრქვევის განელების შემდეგ იწყებენ კუროები მათ რჩეულებში უარყოფითი შტრიხების ძებნას. და აი აქ, ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლის ცხოვრებაში საბედისწერო მომენტი დგება. შეძლებს თუ არა იგი იდეალური ხატის უარყოფას და ადამიანის ისეთად მიღებას, როგორიც ეს უკანასკნელია თუ თავისი სიჯიუტით ურთიერთობებს დაანგრევს და სიყვარულისა და ხანგრძლივი ბედნიერების შანსზე უარს საკუთარი ნებით იტყვის. თუ კუროები მიმდინარე სასიყვარულო ურთიერთობას გაწყვეტენ, წლის ბოლომდე ამ სფეროში არანაირი პოზიტიური მომენტი აღარ ელოდებათ.

წლის მეორე ნახევარი, არახელსაყრელად განლაგებული ვარსკვლავების წყალობით, კუროებს მეტ მღელვარებასა და შფოთვას, ასევე კონფლიქტებს უქადის, როგორც ოჯახში, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში. ოჯახები, რომლებიც დიდი სიმტკიცით აქამდეც არ გამოირჩეოდა, შეიძლება დაინგრეს, ხოლო დროებით წყვილებს ერთმანეთისგან განცალკევებით მეტი დროის გატარება მოუნდებათ და ნელ-ნელა ერთმანეთს გაუუცხოვდებიან. თუმცა სექტემბერ-ოქტომბრისთვის ურთიერთობები ისევ შეიძლება მოწესრიგდეს.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – ტყუპები

2013 წლის დასაწყისიდანვე დაოჯახებული ტყუპები ერთობლივი ოჯახური იდეებით არიან აღტაცებულნი, სამომავლო გეგემებს აწყობენ და შთამომავლობაზეც ფიქრობენ. ეს იდილია აპრილამდე გაგრძელდება, იმ მომენტამდე, როდესაც გაირკვევა, რომ ტყუპები ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი პარტნიორების რიცხვი ერთით სულაც არ შემოიფარგლება. აპრილში ამოვარდნილი ქარიშხალი შორს მიმავალ შედეგებს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების რკვევას მოიტანს და უმეტეს შემთხვევებში ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდება, თანაც სკანდალი საკმაოდ გახმაურებული იქნება და შესაძლოა სასამართლო დარბაზამდეც მივიდეს.

მარტოხელა ტყუპებს მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, ცხოვრებას ყველაფერი საუკეთესო გამოწურონ, ამიტომაც წლის დასაწყისში მათი ყველა ქმედება ხარისხიანი სასიყვარულო ურთიერთობების ძებნისკენ იქნება მიმართული. გველის წელს ბედი მათ სულ დაკავებულ პარტნიორებს აჩეჩებს და მათ შორის ტყუპებმა მხოლოდ მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ქალწული, თხის რქა ან კურო უნდა შეარჩიოს. იგი ძალიან აკურატული და კეთილსინდისიერი პარტნიორი იქნება, რომელიც ჭორებისა და ხმების დაყრას არ დაუშვებს და მათი ურთიერთობა მუდმივად იდუმალებით მოცული დარჩება. თუმცა თავად ტყუპებისთვის ეს რომანი ვნებიანი და მჩქეფარე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სახეს ვერასდროს შეიძენს. ტყუპებისთვის ეს ურთიერთობა სიყვარულის ნიმუშად იქცევა და სამომავლოდ ყოველთვის მსგავსი - ვალდებულებებისგან თავისუფალი რომანებისადმი ექნება ლტოლვა.

მარტოხელა ტყუპები წლის დასაწყისსა და მეორე ნახევარს საკმაოდ უწესრიგო სქესობრივი კავშირების ფონზე გაატარებენ და სიმართლე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც სიამოვნებასაც კი ვერ მიიღებენ. იუპიტერის უარყოფითი გავლენა საბედისწერო ნაცნობობაზეც მოახდენს გავლენას და ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წელიწადმა ფუჭად ჩაიარა. მხოლოდ დეკემბერში გამოჩნდება ჰორიზონტზე ახალი ადამიანი, რომლისადმიც გულწრფელი გრძნობებით იმედგაცრუებული ტყუპები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გადაულახავ სულიერ მიზიდულობას იგრძნობენ.



სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – კირჩხიბი

2013 წელს კირჩხიბები სიყვარულში მეტისმეტად აქტიურნი იქნებიან. მათი განწყობა და მომხიბლაობა გულგრილს არავის დატოვებს. კირჩხიბებს გაზაფხულის დასაწყისიდანვე გამძაფრებული აქვთ მგრძნობიარობა, ირგვლივ ფლუიდებს აფრქვევენ და ყველას ეფლირტავებიან, ვინც ყურადღებას მიაქცევს. ამას ვარსკვლავებიც ხელს უწყობენ და მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში უგზავნიან მათ ცდუნებას ვნების ობიექტების სახით. თუმცა ეს ობიექტი ყველა შემთხვევაში თავისუფალი არ იქნება, რაც სურვილსა და ინტრიგას, რაც კირჩხიბებს ასე ძალიან უყვართ, კიდევ მეტად გაზრდის. პარტნიორულ ურთიერთობებში მყოფ კირჩხიბებს კი თაყვანისცემის ობიექტი მუდამ გვერდში ყავთ და დიდი ხნის წყვილებშიც კი წელს უწინდელი მძაფრი გრძნობები, მზრუნველობა და სინაზე გაიღვიძებს.

მარტოხელა კირჩხიბები დამოუკიდებლობითა და თავისუფლებით, ასევე რომანტიული აურით ტკბებიან. არის ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მიმართაც კირჩხიბებს სექსუალური მიზიდულობის გარდა მერკანტილური ინტერესიც გაუჩნდებათ. და ამის შემდეგ კირჩხიბები არა მხოლოდ ფლირტისგან მიიღებენ სიამოვნებას, არამედ მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ. დიდი შანსია, 2013 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კირჩხიბები უკვე დანიშნული ან დაქორწინებულნი იყვნენ. ეს ქორწინებისთვის, ისევე როგორც მატერიალური კეთილდღეობის დადგომისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტია.

შემოდგომამ დაოჯახებული კირჩხიბების ცხოვრებაში შესაძლოა უსიამოვნება მოიტანოს. ასეთ წყვილებს ბევრი შურიანი ახვევია გარს, რომლებმაც ერთმანეთის მოღალატეობის შესახებ მეუღლეებს შესაძლოა დეზინფორმაცია ჩააწვეთონ. ეს ყველაფერი კირჩხიბების ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, თუმცა, ურთიერთობას დიდი ხნით გააფუჭებს. წლის ბოლოსთვის ასტროლოგიური სიტუაცია შეიცვლება და კირჩხიბების ოჯახში სიმშვიდე და მყუდროება დაისადგურებს. მარტოხელა კირჩხიბებსაც შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთ მომავალ მეორე ნახევარს სახლიდან შორს, დასასვენებლად ან მივლინებაში ყოფნისას შეხვდნენ. ამ კავშირმა, გარემოებათა ხელსაყრელი დამთხვევის შემთხვევაში, შესაძლოა მოქალქეობის შეცვლა და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად სამუდამოდ გადასვლაც კი განაპირობოს.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – ლომი

2013 წლის დასაწყისს ლომი კარიერაზე ზრუნვაში გაატარებს და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს სასიყვარულო ურთიერთობებს, ამიტომაც ის ან მსუბუქ ფლირტს ან პირდაპირ სამსახურეობრივ რომანს აირჩევს. თუმცა ეს ვნებიანი ურთიერთობა ხშირად მუშაობაშიც ხელს უშლის, თანაც მის შესახებ ათასი ჭორისა და მართლის გავრცელებას უწყობს ხელს და რაც ყველაზე მთავარია, ლომებში ოჯახური ცხოვრებისგან გაუცხოებასა და სიცივეს იწვევს. ამ პერიოდში ლომები განწყობის ხშირი ცვალებადობის გავლენის ქვეშ არიან და შეიძლება ახლობლებსა და კოლეგებს უმიზეზოდაც კი ეჩხუბონ. ისინი სიმშვიდეს მხოლოდ საყვარელი ადამიანის მკლავებში პოულობენ. ეს რთული სიტუაცია მაისისკენ მოგვარდება, როცა მარსის ნეგატიური გავლენა მდგომარეობას იმდენად გააუარესებს, რომ ლომის სამსახურეობრივ რომანზე მის ოჯახშიც შეიტყობენ და კოლექტივშიც. ამან ლომს სამსახურიც კი შეიძლება დააკარგვინოს, ოჯახურ სიმშვიდეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ლომის პარტნიორი კეთილგონიერებასა და შემწყნარებლობას გამოიჩენს და მისდამი დიდი სიყვარულის სახელით ღალატში მხილებულ და მორალურად ისედაც დათრგუნულ ლომს ყველაფერს აპატიებს. სწორედ პარტნიორები აჩვენებენ ლომს, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული და ერთგულება. ეს შენჯღრევა ლომზე საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს და მის ცხორებაში აღორძინების ხანა დადგება, როცა ლომს საყვარელი ადამიანის თვალში რეაბილიტირება და მისთვის ერგულების დამტკიცება მოუნდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ჰარმონიულ ასპექტში მყოფი მთვარე ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ყველა წამოწყებაში შეუწყობს ხელს. პარტნიორების საძებრად ენერგიის დახარჯვაც კი არ მოუწევთ, მათი ფლუიდები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის მაცდუნებლად მიმზიდველი იქნება. საქმე ისაა, რომ ლომები მეტისმეტად უფრთხილდებიან თავიანთ თავისუფლებას და მუდმივ ურთიერთობებს ხანმოკლე, თავბრუდამხვევ რომანებს ამჯობინებენ და პარტნიორებს სპორტული ინტერესისა და სიახლის ძიებისთვის იცვლიან. მთლიანობაში 2013 წელი ლომებისთვის მაჟორულ ნოტაზე დასრულდება და მათ სასიყვარულო ურთიერთობებსა და სექსუალურ ცხოვრებაში რაღაც ახალსა და საინტერესოს მოიტანს.



სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – ქალწული

ქალწულებს 2013 წლის დასაწყისში გული უფრო შემოქმედებისა და თუნდაც უბრალოდ ფულის შოვნისკენ მიულტვით. ამ დროს ისინი მეგობრული ურთიერთობებისადმი უფრო არიან განწყობილი და თანამოაზრეებსა და ბიზნესპარტნიორებს გაცილებით აქტიურად ეძებენ, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებს. ეს უფრო მეტად ხანგრძლივი ურთიერთობების მქონე ქალწულებს ეხებათ, რომელთა მუდმივი სიცივითა და დაკავებულობით დაღლილი პარტნიორები აქტიურ ფლირტსა და ურთიერთობების ძიებას სხვაგან დაიწყებენ. ქალწულები, რომლებიც უცებ იგრძნობენ, რომ შეიძლება საყვარელი ადამიანი საბოლოოდ დაკარგონ, იძულებული გახდებიან სასწაულის ძალით შეიცვალონ, მთელი თავიანთი ყურადღება მეორე ნახევრისადმი მიმართონ და დაუმტკიცონ მათ, რომ გარეგნული სიცივის მიღმა სიყვარულით სავსე გული იმალება.

მარტოხელა ქალწულები კი პირიქით, წლის დასაწყისიდანვე გრძნობისმიერი სიამოვნების ძიებაში არიან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე ნამდვილ ნადირობას გამართავენ. პლანეტების განლაგებაც ხელს უწყობთ და ქალწულები, რომელთაც ლაპარაკს მოქმედება ურჩევნიათ, ნამდვილ ღვთაებად, გრძნობიერებისა და მომხიბლავობის კერპებად იქცევიან და თავიანთი ხიბლის ქვეშ ნებისმიერს მოაქცევენ. ეს აქტიურობა ზაფხულში შედეგს გამოიღებს და ქალწულის ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ უკანასკნელის გაწონასწორებულსა და მშვიდ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. იქნება ვნება და ცრემლი, ეჭვიანობა, ჩხუბი, რომელიც ვნებების ამოფრქვევით დასრულდება, ასევე სიამოვნებით სავსე რომანტიული მოგზაურობები. ცეცხლის ნიშნები - ლომი, მშვილდოსანი ან ვერძი ქალწულის შინაგან სამყაროს თავდაყირა დააყენებენ, მაგრამ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში გაქრებიან და ქალწულის სულში ღრმა კვალს დატოვებენ. ქალწული ისევ მსგავსი ურთიერთობის ძებნას გააგრძელებს, მაგრამ 2013 წლის ბოლომდე მის ცხოვრებაში ვნებების ასეთი კასკადი აღარ განმეორდება.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – სასწორი

2013 წელი სასწორებისთვის უჩვეულო სექსუალური შეპყრობილობის ნიშნით დაიწყება. თანაც თუ ვნების კონკრეტული ობიექტი სასწორს გვერდში არ ყავს, მისი ვნება მოკლეხნიან რომანებში რეალიზდება. ყოველ ღამეს სასწორი დაუშურვებლად გასცემს ვნებასა და მგზნებარებას და დილას უკანმოუხედავად მიატოვებს ერთი ღამის პარტნიორს, რათა მეორე საღამოს სხვის ლოგინში ამოყოს თავი. სექსუალური სიგიჟის ტალღა დაოჯახებულ სასწორებსაც შეეხებათ და უფრო ხშირად, ისინი ვნების ობიექტებს სამსახურშივე დაუწყებენ ძებნას. საკუთარი თავის წინაშე გამართლებას სასწორები იმით მოახერხებენ, რომ ყველაფერს დაჟინებულ პარტნიორს დააბრალებენ. მარტოხელა სასწორებს კი ვნებიანი თავგადასავლების გარდა სულიერი განცდებიც სწყურიათ და წლის პირველ ნახევარში ვარსკვლავები მათ არაფერს მოაკლებენ.

მაისში, როცა ზოდიაქოს სხვა ნიშნების სასიყვარულო და სექსუალური აქტივობა გაიზრდება, სასწორები უკვე ყელამდე სავსე იქნებიან ფიზიკური სიამოვნებით და ძებნის ვექტორს სიყვარულის ობიექტისკენ მიმართავენ და შეეცდებიან მონახონ ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად არა მხოლოდ ლოგინში იგრძნობენ. ამ დროს კი ცის კამარაზე დროებით ანტაგონიზმში მყოფი პლუტონი და სატურნი სასწორების სასიყვარულო საქმეებში ჩაერევიან და ამ პროცესებს შემოდგომამდე დაამუხრუჭებენ. დაწყვილებული სასწორები ურთიერთობაში გაუხეშდებიან, რაც დაუყოვნებლივ იქონიებს გავლენას მათი სიყვარულის ზოგად ფონზე და ის დღითიდღე გაუარესდება. მართალია, ეს ურთიერთობები ღია დაპირისპირებაში იშვიათად გადაიზრდება, მაგრამ დაიწყება „ცივი ომი" და ერთმანეთისთვის წყენის მიყენების მცდელობები, რაც, სავარაუდოდ, მთელი ზაფხული გაგრძელდება.

მარტოხელა სასწორები 2013 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სერიოზული ურთიერთობებისთვის უკვე მზად იქნებიან, თუმცა, ეს არ გამოუვათ. ან დაბალი სოციალური სტატუსის პარტნიორი ეყოლებათ, რაც სასწორისთვის სრულიად მიუღებელია, ან ადამიანი, ვინც მოეწონებათ, დაკავებული აღმოჩნდება. ზოგიერთ სასწორს კი პარტნიორის საპასუხო გრძნობებში შეეპარება ეჭვი. ამიტომაც ბევრი სასწორი კიდევ ერთ წელს გაატარებს მარტოხელად.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – მორიელი

მორიელები 2013 წლის დასაწყისში თითქოს ლეთარგიულ ძილში არიან. ეს გამოიხატება მათ კარიერაზე კონცენტრირებასა და მუდმივ დაკავებულობაში. თანაც 2012 წელმა, რომელიც მათთვის ზეემოციური იყო, მორიელები იმდენად გამოფიტა, რომ 2013 წლის დასაწყისში აუცილებლად ტაიმ-აუტი ესაჭიროებათ. მორიელის ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის ასეთი ატმოსფერო სრულიად უჩვეულოა, მაგრამ ისინი მაინც ოჯახზე გაამახვილებენ ყურადღებას. ოჯახური მყუდროებით, სიმშვიდით და პარტნიორების სითბოთი და მზრუნველობით დატკბებიან.

მარტოხელა მორიელებიც მშვიდად არიან, თუმცა, მათთვის ეს ურთიერთობებში ვაკუუმს სულაც არ ნიშნავს. ახალი ნაცნობებიც იქნებიან და ახალი ურთიერთობებიც და ისინი ლამაზად და მშვიდად, ზედმეტი ეჭვიანობისა და მორიელებისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობის გარეშე ჩაივლის. 

მაისში მორიელები ნელ-ნელა გამოღვიძებას დაიწყებენ. მათ ჩვეული უნდობლობა, სიმკვეთრე და მოუთმენლობა დაუბრუნდებათ. თუმცა ნეგატიური მომენტები დუღილის ტემპერატურას არ მიაღწევს, საყვარელ ადამიანთან იდეალური ურთიერთობების მოგონება ხომ ასეთი ცინცხალია. მარტოხელა მორიელების ურთიერთობებშიც გამოცოცხლება შეიმჩნევა. ზაფხულის პერიოდში დიდია დაშორების ალბათობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც მორიელისთვის მისაღებ მაღალ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მთლიანობაში, ამ პერიოდში მორიელებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ თავიანთი პარტნიორებისადმი, რაც ახალი რომანის გაჩაღებაში ხელს შეუშლით, თუმცა, თაყვანისმცემლები არ მოაკლდებათ და თუ მეტ მოთმინებასა და შემწყნარებლობას გამოიჩენენ ადამიანებისადმი, ახალი ურთიერთობის წამოწყების შანსი მკვეთრად გაიზრდება.

სექტემბერში მთვარე აქტიურობაზე მოახდენს გავლენას და მორიელებს პირველყოფილი შეგრძნებები შემოუტევთ. დაოჯახებული მორიელები გაზაფხულის ნაზ გრძნობებს დაივიწყებენ და განზე დაიწყებენ გასართობის ძებნას. ეს ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება, სადაც მორიელები თავად დაიწყებენ საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზების ძებნას. ყველა მორიელის პარტნიორი მათ კაპრიზებს ჩუმად არ მოითმენს და ზოგიერთს მეტად მძიმე დროის გადატანა მოუწევს.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – მშვილდოსანი

წლის დასაწყისიდანვე მშვილდონის სასიყვარულო ჰოროსკოპის სექტორში მძვინვარე მარსი მბრძანებლობს. ამ ნიშნის წარმომადგენლებში მომეტებული აქტიურობა შეინიშნება. მარტოხელა მშვილდოსნები ხანმოკლე და განსაკუთრებული შედეგების არმქონე სექსუალური გამარჯვებების კოლექციონერობას მიჰყოფენ ხელს. ყოველ მსგავს წამიერ გამარჯვებას მშვილდოსნისთვის ყოვლისშემძლე დამპყრობლის შეგრძნება მოაქვს, რაც მის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ურთიერთობების ამ კალეიდოსკოპში შეიძლება საბედისწერო შეხვედრაც გამოერიოს, რომელიც მშვილდოსანს მძვინვარე მხეციდან მორჩილ ცხვრად აქცევს და მის გონებასა და სხეულს უფრო ძლიერი ნიშნის ნებას დაუმორჩილებს.

ცბიერი მარსი ნეგატიურად მოქმედებს მშვილდოსნების ოჯახურ ურთიერთობებზეც, რომლებიც აქამდე სრულ ჰარმონიაში იყო. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გრძნობადი და რომანტიულიდან აგრესიულ-საბრძოლოდ ტრანსფორმირდება, რაც მეუღლეების მცირეხნიან დაშორებას და ერთმანეთისგან მოშორებით დაფიქრების აუცილებლობის გაჩენას გამოიწვევს. 

მარტოხელა მშვილდოსნები აგვისტოში ან სექტემბერში საყვარელი ადამიანის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან. საქმე ისაა, რომ პლუტონის ზეგავლენით მშვილდოსნები უეცრად ყურადღებას მატერიალურად გაცილებით უზრუნველყოფილ პიროვნებაზე გაამახვილებენ და მთელი ძალებით ეცდებიან მის მოპოვებას, თანაც მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით და ამას მათზე შეყვარებული ადამიანის გულწრფელ გრძნობებს შესწირავენ. საბოლოოდ მშვილდოსანი ერთ პარტნიორთან ბედნიერად ცხოვრების შანსსაც დაკარგავს და მის მზაკვრულ ჩანაფიქრს პოტენციური პარტნიორიც შეიტყობს. მშვილდოსანი მარტო დარჩება და ამ წელიწადში კიდევ ერთი სიყვარულის შანსი აღარც მიეცემა. თუმცა თავადაც ისეთ განწყობაზეა, ისეთი გაბოროტებულია საკუთარ თავზე და ცხოვრების არასრულყოფილებაზე, რომ დიდი ხნით დაანებებს თავს ბედნიერების სიყვარულში ძებნას.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – თხის რქა

თხის რქებისთვის 2013 წლის დასაწყისი ძალიან რომანტიული იქნება. ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩაღებული ურთიერთობები სინაზისა და ნდობის ახალ დონეზე გადავა და თხის რქები ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნებიან, სრული ურთიერთგაგებით და სინაზით დატკბებიან და არცთუ უსაფუძვლოდ სამომავლო გეგმების დაწყობასაც დაიწყებენ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რეტროგრადული იუპიტერი თხის რქებს შფოთიან წინათგრძნობას მოუტანს, რომ ოჯახურ ცხოვრებაში დასადგურებული სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითია. და მართლაც, მალე აღმოჩნდება, რომ თხის რქის პარტნიორი ორმაგ ცხოვრებას ეწევა და საყვარელ ადამიანს მის ცხვირწინ ღალატობს. ამ ახალ ამბავს ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება და პარტნიორების დიდი ხნით დაშორებას გამოიწვევს, თხის რქებს ხომ უკიდეგანო სიამაყე მათი გრძნობების უგულებელყოფის დავიწყების უფლებას არ მისცემს. მათ პარტნიორებს დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევთ, რათა საყვარელ ადამიანებს დაუმტკიცონ, რომ ეს ღალატი მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო და თხის რქების კეთილგანწყობა დაიბრუნონ.

მარტოხელა თხის რქები ზაფხულს მატერიალური საკითხების მოგვარებას დაუთმობენ. ეს პრობლემები მათ გაცილებით მეტად ანაღვლებთ, ვიდრე პარტნიორისადმი გრძნობები და მის წინაშე ვალდებულებები. ყოველ ახალ ურთიერთობაში თხის რქა მხოლოდ გამორჩენის ობიექტს ხედავს. არც ერთი ურთიერთობა რამდენიმე თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება, რადგან მისი საფუძველი მხოლოდ მატერიალური მოსაზრებებია.


სიყვარულის ჰოროსკოპი 2013 – მერწყული

2013 წლის დასაწყისში ქარაფშუტა და ზედაპირულ მერწყულებს, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი სიყვარული ეწვევა და ისინი გაიგებენ, რა ძლიერი გრძნობაა გიყვარდეს და რა სასიამოვნოა, როცა სხვასაც უყვარხარ. პლანეტების განლაგების წყალობით მერწყულებს ამაღლებული გრძნობები და რომანტიკა მიიზიდავს და ურთიერთობების იდეალთან მიახლოებასაც ეცდება. მერწყულებს ეს მაგიური გარდასახვა სიყვარულში გახსნასა და პარტნიორთან გულწრფელი და პატიოსანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. თავისუფალი ურთიერთობების მოყვარულ მერწყულს უცებ ძალიან მოუნდება მყუდრო სახლი, ოჯახი და დაკანონებული ურთიერთობები ქონდეს. იგი პარტნიორისადმი ძლიერი გრძნობების დამტკიცებას ეცდება და სიყვარულის ნიშნად ბავშვზე საუბარსაც წამოიწყებს. 

მარტოხელა მერწყულებზე არაერთგვაროვან გავლენას ახდენენ ურანი და სატურნი. ისინი ურთიერთობებში ერთგულებასა და მუდმივობას არ ეძებენ, პირიქით, სურთ შეხვდნენ მათთვის იდეალურ ადამიანს, ვინც უსიტყვოდ გაუგებს, ვისთანაც დროის გატარება საინტერესო იქნება. ამასთან მათ ჭირდებათ ადამიანი, ვინც მერწყულს ეჭვიანობითა და მისი მუდმივად სახლში არყოფნის გამო პრეტენზიებით არ შეაწუხებს. ასეთ ადამიანს მერწყული ზაფხულის შუა პერიოდში შეხვდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ურთიერთობა არც მთლად ხანმოკლე გამოდგება და საკმაოდ ჰარმონიულ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, რომელიც თავისუფალი სიყვარულის პრინციპზე იქნება აგებული. უკიდურეს შემთხვევაში, გ
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 432 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz