WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ შაბათი, 2017-11-18, 2:05 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით
9:04 PM
თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით
თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


როგორ შევარჩიოთ სწორად თმის ფერი და როგორ შევიღებოთ ბუნებრივი საშვალებებით.

























როგორ შევარჩიოთ სწორად თმის ფერი - რჩევები მათთვის, ვინც თმის ფერის შეცვლა გადაწყვიტა


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


არაფერი ისე არ ცვლის ქალის გარეგნობას, როგორც თმის ფერი თმის ახალ ფერთან ერთად ქალი გარკვეულწილად, ხასიათის იმ ახალ შტრიხებსაც იძენს, რომლებიც ამა თუ იმ ფერის თმის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. ხალხს სჯერა, რომ ჟღალთმიანი ადამიანები უფრო ტემპერამენტიანები არიან; შავგვრემანები - ჭკვიანები და ყოველთვის აღწევენ მიზანს; ქერები - რომანტიკულები, ღრუბლებში დაფრინავენ და მამაკაცებში დიდი წარმატებით სარგებლობენ.არსებობს რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თმის ფერი, რომელიც დაგამშვენებთ.


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქერა, თუ...


ბავშვობაში ქერა თმა გქონდათ და შემდეგ გაგიმუქდათ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თამამად გაიღიავოთ თმა. ბუნება გიწყობთ ხელს, რომ გახდეთ ქერა. 

ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს. გახსოვდეთ: ოქროსფერი თმა უხდება მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ, ან იდეალური სახის კანის მქონე ქალბატონებს.



თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით



ყოველთვის გახსოვდეთ: ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! თმის ძირები ყოველ 2 კვირაში უნდა შეიღებოთ. ქერა თმაზე ამოზრდილი შავი თმის ძირები უსიამოვნო სანახავია და ასეთი ქალები ყველაზე ხშირად ხდებიან მამაკაცების დაცინვის ობიექტები. 

მოემზადეთ სტერეოტიპებთან ბრძოლისათვის! თქვენ მიიქცევთ მამაკაცთა ყურადღებას, მაგრამ შესაძლებელია, ადვილად ხელმისაწვდომად და არასერიოზულად ჩაგთვალონ.


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით



თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შავგვრემანი, თუ...

თქვენი თმა რუხი ტონებისკენ იხრება. თუ გიჭირთ ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისაკენ. 

თუ 1 ან 2 ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ. კიდევ ერთი წესი - მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს.


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


კიდევ ერთი უპირატესობა: თქვენი თვალები უფრო გამოკვეთილი გახდება, ხოლო კბილები უფრო თეთრად გამოჩნდება. ამასთანავე, თავისუფლად შეძლებთ მკვეთრი მაკიაჟის გამოყენებას, რაც ქერებს ვულგარულობას მატებს.


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


ასე რომ თუ გადაწყვიტეთ თმის ფერის შეცვლა მე დაგეხმარებით იმაში, რომ თქვენ არ გამოიყენოთ საღებავი და თმის ფერის შეცვლა უბრალო სახლის პირობებში ბუნებრივი საშველებებით მოახდინოთ.


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


თუ გსურთ თქვენს თმას მისცეთ ქერა ეფექტი ამისათვის საჭიროა 1 სუფრის კოვზი ლიმონი შეურიოთ თბილ წყალს, გადაივლეთ თავზე და თმა მოათავსეთ მზეზე ნახევარი საათის განმავლობაში ან გვირილის ნახარშში შეურიეთ კვლავ ლიმონის წვენი, რომელიც უნდა გადაივლოთ თავზე დაბანის შემდეგ. ეს პროცედურები გაიმეორეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში და თქვენ აუცილებლად შენიშნავთ ფერის ცვლილებას.


შედეგი კი ასეთი იქნება: 

მუქი ყავისფერი > ღია ყავისფერი
ღია ყავისფერი > ''ოქროსფერი ქერა''


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


თმის ფერის შეცვლა ბუნებრივი საშუალებებით


ხოლო თუ გსურთ თმას უფრო მუქი ეფექტი მისცეთ, მაშინ დაბანის შემდეგ თმაზე რამდენჯერმე
გადაივლეთ შავი ჩაის ნაყენი ან ყავა. ასევე შავი ჩაის ნაყენის აბაზანა ტანისთვის რუჟის გამოკვეთაში დაგეხმარებათ.

ეს შედეგი (ჩაი) დროებითია, განსხვავებით პირველი რეცეპტი - ლიმნის წვენის სავლების ეფექტისგან.



ასე რომ გისურვებთ წარმატებას

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 2258 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz