ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, მაიკლ ჯექსონს აჯობა და უკვე მეორე წელია ალბომების გაყიდვების მსოფლიო ლიდერი გახლავთ. მისმა ფირფიტამ სახელად „21”-მა „Oasis"-ის „Morning Glory"-ს გადაუსწრო, რომელიც ყველა დროის ყველაზე მოთხოვნად დისკად მიიჩნეოდა. მსოფლიო მასშტაბით, 2011 წლიდან ბრიტანელი ქალბატონის ალბომის "21"-ის 25 მილიონი ასლი გაიყიდა. 2012 წელი ადელისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მომღერალმა თებერვალში ექვსი „გრემის" ჯილდო და ორი „ბრიტ ევარდსი" დაიმსახურა. ჯეიმს ბონდის მორიგი სერიისთვის ვარსკვლავმა საუნდტრეკი ჩაწერა, რისთვისაც "ოსკარის" ოქროს ქანდაკება ერგო, ხოლო ოქტომბერში ბიჭის დედა გახდა. ადელს დიდი ჩამორჩენით უკან მოჰყვებიან ტეილორ სვიფტი და ჯგუფი „One Direction".