მე-19 საუკუნის მიწურულს ამერიკულმა კომპანია ,,U.S. Rubber Company''-მ პირველმა გამოუშვა რეზინის ძირიანი ცოტა უხეში ქსოვილის სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც მაშინვე უწოდეს KEDS-ი. ამ ფეხსაცმლის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა საბურავების გამომშვებმა კომპანია Goodyear-მა. სწორედ მაშინ აღზევდა კალათბურთი,რომლისთვისაც საჭირო გახადა სპეციალური ფეხსაცმლის შექმნა. 1917 წელს გამოვიდა პირველი კედი და იგი Gonverse-ის ფირმის იყო. შავი ფერის მოსახერხებელი ფეხსაცმელი ყველას ძალიან მოეწონა.
ვინაიდან კედს ამერიკული დასაბამი აქვს,მისი სახელწოდებაც ამერიკულია. ამერიკელები თვლიან, რომ ამ ფეხსქაცმლის სახელი Pedi-დან მოდის, რაც ლათინოამერიკულ დიალექტზე ,,ფეხს'' ნიშნავს. მას ყველაზე ღარიბი ლათინოსები იცვამდნენ ამერიკაში. სლენგზე პედი კარგა ხანს ,,ატრიალეს'' და ბოლოს მივიდნენ კედებამდე. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელებმა კედები ევროპაში გაიტანეს,საიდანაც რუსულ სპორტდარბაზებში შეაღწია
ძნელად მოიპოვება ლიტერატურული ნაწარმოები,სადაც ხაზგასმით არის ნახსენები ეს სპორტული ფეხსაცმელი. ერთ-ერთ უცნობ ირანელ მწერალს თავის ქმნილებაში უწერია საცოდავ ოჯახზე, სადაც ერთ ძმას და ორ დას ერთი წყვილი კედი აქვთ. ამით ხაზგასმულია ოჯახის გაჭირვება,უსახსრობა. კედი იაფფასიანი იყო,მისი შეძენა ყველას შეეძლო.
კედები პანკების,რეპერების,ექსტრემალების და თინეიჯერეის საყვარელი ფეხსაცმელია. ჰიპები კედებით მდიდრული და არასპორტული ფეხსაცმლის პროტესტის ნიშნად დადიოდნენ. განგსტერები (50-60იან წლებში) კედებს იცვამდნენ იმიტომ, რომ სხვა დაჯგუფებებისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ. გამორჩეულები ამ სპორტულ ფეხსაცმელზე ამხელა მოთხოვნა იმიტომ იყო, რომ არის პრაქტიკული, მოხერხებული, შესაძენად ხელმისაწვდომი... დღეს თინეიეჯრებს დიდი არჩევანი აქვთ. კედები მხოლოდ შავ-თეთრი აღარ არის, გაფერადდა და ახალ-ახალი დეტალებით გალამაზდა.