ანუბისის სახლი 1890 წლის ინგლისური სკოლა-პანსიონია, სადაც 9 მოსწავლე ცხოვრობს, მათ კი სახლის მეთვალყურე ვიქტორ როდერმანი (Francis Magee) აკონტროლებს. პირველ სეზონში, "ანუბისის სახლში" ახალი მოსწავლე ნინა მარტინი (ნატალია რამოსი) გადმოდის, ის ერთ-ერთი მოსწავლის ჯოის ადგილს იკავებს, რომელიც უგზო-უკვლოდ უჩინარდება. მეგობრები ცდილობენ, გაარკვიონ თუ სად დაიკარგა ჯოი, საიდუმლოს ამოხსნისას კი უამრავ იდუმალებას გადაეყრებიან. სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ სკოლის მასწავლებლები იდუმალ კლანში არიან გაწევრიანებულები და ცდილობენ სიცოცხლის ელექსირის დამზადებას, ამის შემდეგ კი ჩნდება ეჭვი, რომ ჯოის გაუჩინარებაში მასწავლებლების ხელი ურევია.
მეორე სეზონი რადიკალურად განსხვავდება პირველისგან, ჯოი ბრუნდება, იწყება ახალი თავგადასავლები. ნინა მარტინი შემთხვევით
ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას გაანთავისუფლებს, რომელიც მას და მის მეგობრებს წყევლის და ითხოვს ანუბისის ნიღაბს მათი სიცოცხლის სანაცვლოდ. მაგრამ უცნობი პიროვნება
"კოლექციონერი" ყველანაირად ცდილობს, რომ ნიღაბი ხელში ჩაიგდოს და ამისთვის არაფერზე იხევს უკან.
მესამე სეზონში კი ნინა მარტინი აღარ ჩნდება
, (ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მსახიობმა კოლეჯის დამთავრება ამჯობინა სერიალში მონაწილეობას). მაგრამ სამაგიეროდ, ანუბისის სახლში ორი ახალი მოსწავლე: კეიტი რაში და უილოუ ჯენკსი გადმოდის. მესამე სეზონი ჯერ-ჯერობით სრულიად არ არის გამოსული, გადაღებები კი მიმდინარეობს და ამ სეზონის სახელია
"ანუბისის სახლი:გაღვიძება", რომელიც საკმაოდ საინტერესო და იდუმალებით მოცული ჩანს.