გთავაზობთ ანუკი არეშიძის 5 ლუქს, რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურადენჯელ.ჯი-სთვის
• "მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს."
• "პატარა ჯერ მხოლოდ 7 თვისაა, უფროსი კი ყოველთვის კმაყოფილია ჩემი ჩაცმულობით, ნუ მამიკოს ხშირად უთქვამს სახლიდან გასვლამდე რომ კაბა გამომეცვალა, საქართველოში ვითვალისწინებ უფრო, მილანში ხშირად ჩემი გამიტანია:) " - გაგვიმხილა ანუკიმ ინტერვიუში, რომელიც თან ახლავს ფოტომასალას.
კომბინიზონი CÉLINE, ფეხსაცმელი Christian Louboutin
● ANOUKI BICHOLLA ბრენდი უკვე კომპანიის სახით ჩამოყალიბდა და მალე კიევში მაღაზიასაც გავხსნით, სადაცANOUKI BICHOLLA -ს გარდა Red Carpet Jewellery by Anouki გაიყიდება, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის, გეგმები ბევრია ამ ეტაპზე. ვმუშაობთ გაყოფილათ - მე თბილისში, ბიჭოლა კიევში. ქართველ მომხმარებელს მალე შევთავაზებთ მაღაზიას და კოლექციებს, რომლის ხარისხი მაღალი, ხოლო ფასი დაბალი იქნება.
● fashion icon, inspiration - ძველი მოდის წიგნები, ახალი კოლექციებიდან იშვიათად ვიღებ მუზას და იდეას სტილზე. სტაილინგი კარგად ვიცი და ისიც, რომ ყველა კარგი და ლამაზი ტენდენციის უკან 20' წლებიდან მოყოლებული იკონები დგანან.
○ როგორ უწევთ მხარდაჭერას მეუღლეს პოლიტიკასა და ბიზნესში • მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს.
• ძაღლი ბავშვების გამო დავთმეთ და ჩემს მშობლებს ჩავაბარე, იმიტომ რომ ძალიან არაჰიგიენურია ბავშვი და ძაღლი ერთად, როგორც არ უნდა უვლიდე ბეწვს ვერაფერს ვერ უზამ, თუმცა კერძო სახლში 2 დიდი ძაღლი გვყავს რაც უფრო მისაღებია, ვიდრე ბინაში
• არაფერს არ ვთაკილობ, სახლს ვალაგებ - რაც მსიამოვნებს, მიყვარს ოჯახში ფუსფუსი. მკაცრი დედა ვარ, ბავშვებს არ ვათამამებ და დაუმსახურებლად არაფერს არ ვჩუქნი, ძიძა მყავს, ვინც მეხმარება, თან ვსწავლობ ტკბილეულის გაკეთებას, რომ სიბერეში ტკბილი ბებია ვიყო : )