სიმაღლე: 1.75 სმ
თმის ფერი: ღია ყავისფერი
თვალის ფერი: ლურჯი
ბარბარა პალვინი 18 წლის უნგრელი მოდელია. ის დაიბადა 1993 წლის 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში. ბავშვობიდან იზიდავდა ფეხბურთი და სიმღერა, მაგრამ ერთმა დღემ მთელი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სულ 13 წლის იყო როდესაც სახლში მიმავალი ქუჩაში უცხო მამაკაცმა გააჩერა და ჰკითხა მოდელობა ხომ არ სურდა? პასუხი დადებითი იყო და მას შემდეგ ბარბარა მოდის სამყაროში იკვალავს გზას. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა თავის პირველ ფოტოსესიაში. ბარბარა საცხოვრებლად გადავიდა აზიაში, რათა გაადვილებოდა წარმატების მიღწევა, რაც ნამდვილად გამოუვიდა.
ბარბარა ფალვინი შეყვანილი 50 საუკეთელო მოდელთა სიაში. მას ხშირად ადარებენ ნატალია ვოდიანოვასა
და ბრუკ შილდის ახალგაზრდობას. მისი საყვარელი მოდელი ქეით მოსია.
ბარბარამ მიიღო მონაწილეობა ბევრი ისეთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებებში, როგორებიცაა : Louis Vuitton, Miu Miu, Nina Ricci, Emanuel Ungaro, Christopher Kane, Julien MacDonald, Jeremy Scott, Vivienne Westwood, Etro და ა.შ.
მისი კარიერა დამერწმუნებით საკმაოდ წარმატებულია.. ეს ყველაფერი კი 2006 წელს დაიწყო
უნგრეთის დედაქალაქის - ბუდაპეშტის ქუჩებში, სადაც ის ''შეამჩნიეს'' და მასში მოდელის მონაცემები დაინახეს..
აღსანიშნავია ის, რომ ბარბარა ამ დროს ძალიან პატარა 13 წლის გახლდათ.მისი პირველი ფოტოსესია ჟურნალ Spur-ში
განთავსდა. ამის შემდეგ მას ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყნებში წასვლა.. იგებდა და სწავლობდა ბევრ უცხო დეტალს,
რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო მისი კარიერის სფეროში. საბოლოოდ მან მისი კარიერის დასაწყისად აზია მიიჩნია
და მისი მიზნები იქ საკმაოდ წარმატებულადაც განხორციელდა. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ბარბარა ისეთი ცნობილი
ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა: L'Officiel, Vogue Russia, Glamour Hungary და Jalouse Magazine.
რაც შეეხება დეფილეებსა და ჩვენებებს; მან ექსკლუზიური დებიუტით წარადგინა მილანის
მოდის კვირეულზე პრადას ტანისამოსი. ამის შემდეგ ის რა თქმა უნდა უფრო და უფრო
მოთხოვნადი გახდა.. სწორედ ამიტომ პოდიუმზე ირგებდა ისეთი ბრენდების ტანისამოსს
როგორებიცაა: ლუი ვიტონი, მიუ მიუ, ნინა რიჩი, ემანუელ ურგანო, კრისტოფერ კეინი,
ჯულიენ მაკდონალდი, ჯერემი სკოტი, ვივიენ ვესტვუდი და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც
რომ სწორედ ბარბარა პალვინმა გახსნა ცნობილი ბრენდის "შანელის" ერთ-ერთი მოდური შოუ.
ბარბარა ფალვინი Top 50 საუკეთესო მოდელების სიაშიც მოხვდა.. მას ხშირად ადარებენ
ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოდელს - ნატალია ვოდიანოვას. ბრიტანული ვოგის
რედაქტორმა, მირანდა ალმონდმა განაცხადა: "ჩვენ ავირჩიეთ ბარბარა რადგან ის არის
იმ ახალგაზრდა გოგონასა და ნატალია ვოდიანოვას შორის მდგარ გზაჯვარედინზე"...
თვითონ ბარბარა ამბობს რომ მისი ფავორიტი მოდელები ნატალია და კეიტ მოსი არიან.