44 წლის ჩინელი ცენ ინუანი 11 წლის მანძილზე არ იჭრიდა თმას. მისი თმის სიგრძემ უკვე თავად პატრონის სიმაღლეს გადააჭარბა - 199 სანტიმეტრი. თავად ჩინელის სიმაღლე კი 152 მეტრია. მისი თქმით, ხშირად თმა ხელს უშლის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვეღარ წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება.
ის ისე ამაყობს საკუთარი თმით, რომ დაცვენილ თმას აგროვებს კიდეც. მათ დაბანაში და გაშრობაში ნახევარი დღე გადის. ბზინვარების შესანარჩუნებლად კი, ლუდს იყენებს.