დრო! დრო, დრო, დრო!!! ცხოვრება გადის. მირბიან წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირები, თვეები, წლები, საუკუნეები... საათი კი წიკწიკებს! ტიკ, ტაკ! ტიკ, ტაკ! შენ შეგიძლია გაჩერდე. გაჩერდე! დაანებო თვი სწავლას, სამუშაოს, ოჯახს, ცხოვრებას და გაჩერდე! მაგრამ დრო ვერ გაჩერდება და ვერც გააჩერებ. შენ, როცა ახალგაზრდა ხარ დაანებებ სწავლას თავს. გაიზრდები და მოგინდება სამსახური და ვერ იმუშავებ, რადგან განათლება არ გაქვს! დრო კი ამ დროს გასულია, გასული! მას შენსავით არ აუღია ხელი შრომაზე! ის დაუღალავია, შეუჩერებელი! და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ!
დრო ხანდახან დაგვცინის, გვეთამაშება. აი მაგალითდ მომენტი, როცა საოცრად ბედნიერი ხარ და გინდა, რომ სულ ასე გაგრძელდეს. დრო კი ისე სწრაფად გაივლის, რომ ეს მომენტი შენი წარსულის ერთ კარგ მოგონებად დარჩება. ხანდახან კი, როცა გინდა, რომ დრო ჩქარა გავიდეს.ამ დროს ის ამბობს: "მე შენზე ძლიერი ვარ! შენ ვერ მიბრძანებ!" და ისე ნელა გავა დრო, რომ წუთები საათებად მოგეჩვენება
არ მიყვარს გამოთქმა "დრო ყველაფრის მკურნალია!" როგორ არის დრო ყველაფრის მკურნალი, როცა თვითონ გვაყენებს იარებს და გვტანჯავს?! ავიღოთ მაგალითი, როდესაც გამოცდაზე დრო არ გყოფნის, რომ დაწერო ყველაფერი და ამის გამო იჭრები. დრო კი გავა, დაგავიწყდება ეს ყველაფერი და ცხოვრებას სხვანაირად აიწყობ! მაშინ გამონათქვამი ასე უნდა იყოს: "დრო თავისივე შეცდომებს კურნავს!"
მე ამას ვწერ, შენ კითხულობ. დრო კი ამასობაში გვეპარება! შენ იტყვი "რამოდენიმე წუთი რა არის?!" მე კი გეტყვი, რომ ჩვენი სხეული ორგანოებითაა აგებული. გული, რომ გაჩერდეს გაჩერდება მთელი ორგანიზმი და ორგანოებიც. კიდურებმა მოძრაობა, რომ შეწყვიტოს შენი სხეულიც შეწვეტს მოძრაობას. ასეა დროც! გაჩერდები საათების განმავლობაში? გაჩერდები დღეებიც! გაჩერდები თვეები? გაჩერდები წლებითაც!
შენ არ უნდა დანებდე! აკეთე, აკეთე ის რაც გსიამოვნებს და გიყვარს! დრო უძლეველია...! მას ვერ მოერევი, მაგრამ თუ აყვები ბევრს მოიგებ! საათი იწიკწიკებს, ციფერბლატი იტრიალებს! დრო...! ეს მარადისობაა! ხოლო შენ ამ მარადისობაში ერთი წამი ცოცხლობ. არ დანებდე და დრო შენთვის სასარგებლოდ გამოიყენე! გამოიყენე და თქვი: "დრო მე შენი არ მეშინია! შენ უნდა გეშინოდეს ჩემი!!!"