დაბსტეპი (ინგლ. Dubstep) — ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა. ჩამოყალიბდა ლონდონში (ინგლისი). პირობითად იყოფა ორი სახის, მძიმე და მსუბუქ დაბსტეპად. მძიმე შეიძლება ეწოდოს ისეთ ჟღერადობას, რომელშიც გამოკვეთილია ხმამაღალი ბას-სექცია და დასარტყამი ინსტრუმენტები, ხოლო მსუბუქი - ნელი ტემპის მქონე მუსიკა, რომელიც ტრანსის მსგავსია.