ელ მაკფერსონი და მისი მილიარდერი შეყვარებული ჯერი სოფერი დაქორწინებას აპირებენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, 49 წლის ავსტრალიელი ტოპ-მოდელი დანიშნულია და ლონდონიდან ფლორიდაში გადასვლას გეგმავს, სადაც მის საქმროსთან, 43 წლის ბიზნესმენთან ერთად იცხოვრებს. გასული წლის მარტში ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დროებით დაშორდა. მაშინ მაკფერსონს სხვა ბიზნესმენთან, ფინანსისტ როჯერ ჯენკინსონთან რომანს მიაწერდნენ, თუმცა, უკვე ნოემბერში ელი სოფერს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ჯერი ვერტმფრენით ავარიაში მოყვა. უბედურ შემთხვევას სოფერის მეგობარი ემსხვერპლა. მოდელი რთულ დროს ბიზნესმენის გვერდით იდგა და მალევე ურთიერთობაც აღადგინეს. წყვილი ნიშნობის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. წარსულში ორივე მათგანი უკვე გახლდათ დაქორწინებული. ელი 80-იან წლებში ფოტოგრაფ ჟილია ბენსიმონს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მათი თანაცხოვრება მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა. მოდელი ორ ვაჟს ზრდის. 15 წლის არპადი და 10 წლის აურელია მაკფერსონს ბიზნესმენ არპად ბიუსონისგან ჰყავს.