eminem (inlove)მარშალ ბრიუს მაზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემი — ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დრ. დრემ აღმოაჩინა. პირველი წლები [რედაქტირება]
მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით "M&M". 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.
1992 წელს მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite, რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.
მინი-ალბომის The Slim Shady EP ჩაწერის შემდეგ მან მეტი ყურადღება მიიპყრო, ამასთან - რეპერ კეიჯის იმიტირების გამო, რამაც კრიტიკა დაიმსახურა. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ჯგუფის Insane Clown Posse წევრ ჯოზეფ ბრიუსს და შესთავაზა ალბომის გამოსვლის დღეს პრეზენტაციაზე კონცერტის გამართვა. ბრიუსმა ამაზე უარი უთხრა. მარშალი ნაწყენი იყო და გააკრიტიკა დუეტი ბევრ თავის ინტერვიუში.
გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც Interscope Records დაინტერესდა მარშალის შემოქმედებით - მას შემდეგ რაც იგი რეპ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე გავიდა. დრ. დრემ , რომელიც ფლობდა ლეიბლს Aftermath Entertainment მოისმინა რეპერის ჩანაწერები და შესთავაზა სრულყოფილი დისკის გამოცემა. მათ ერთად დაიწყეს ემინემის სადებიუტო მასშტაბურ ალბომზე მუშაობა.
|