სწორი, გრძელი თმისთვის შესაძლებელია მოცულობის მიმცემი საცმის გამოყენება. როგორ დავიყენოთ გრძელი, ხვეული თმა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ? როგორ მივცეთ ასეთ თმას მაქსიმალური მოცულობა? სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თმის მდგომარეობის შესაბამისად. შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული-დიფუზორით. ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს წევენ ქვევით. მიაქციეთ ყურადღება: ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს. სწორ თმას რომ მოცულობა მივცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი. გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფო მოსახერხებელია: ჯერ თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მივიწევთ მაღლა. კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუკი მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელის გულს (კულული მოაქციეთ ხელის გულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით). გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელის გულით. თმის ბოლოებისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად, გამოიყენეთ ფენი-ჯაგრისი. ახლა მოდაშია, როცა თმის ბოლოები გარედან ან შიგნიდანაა შეხვეული. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, რითაც მივიღებთ მშვენიერ საზეიმო ვარიანტს. თმის სამაგრი, რომელიც დაამაგრებს გვერდითა კულულს, ან კეფასთან შეკრულ თმას, იქნება საბოლოო შტრიხი სადღესასწაულო გარეგნობაში.