ჰიპ-ჰოპი (ინგლ. Hip hop) — სუბკულტურა, რომელიც მომდინარეობს 1970-იანი წლების ნიუ-იორკის აფრო-ამერიკული საზოგადოებიდან. კერძოდ, იგი წარმოიშვა ბრონქსში და მოგვიანებით ლათინო ამერიკულ საზოგადოებებში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინით ხშირად ჰიპ-ჰოპ მუსიკა იგულისხმება, ჰიპ-ჰოპ კულტურას ახასიათებს ოთხი ელემენტი: რეპი, დიჯეი, ბრეიკი და გრაფიტი