– გამარჯობა მანანა.. შენ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავით" გაგიცნო ხალხმა. ცოტა ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც მაინტერესებს: რა მოგცა ამ პროექტმა?
– პროექტმა მომცა დიდი გამოცდილება, ბევრი მეგობრები და რაც მთავარია ხალხის სიყვარული.
– მე პირადად შენი ყველა ნამღერი მომეწონა. შენ რომელს გამოარჩევდი?
– მე ვცდილობდი ყველა ინდივიდუალურად და სწორად მემეღერა. :) ყველაზე მეტად ფრანგული სიმღერა და "ჰეი ჯუდ" მომეწონა მე პირადად. :) ასევე მაღალ დონეზე შევძელი ნატო მეტონიძესთან ერთად მემღერა ქართული სიმღერა.
– მართალი ხარ, რაც მთავარია ხალხი აღფრთოვანებული დარჩა. ძალიან მაინტერესებს პროექტის განმავლობაში თუ გადააწყდი რაიმე სირთულეებს.
_ იცი, სიმართლე გითხრა ძალიან ოპტიმისტი ვარ, ამიტომაც დიდი პრობლემები არ შემქმნია. ძალიან კარგად შევეწყე ბავშვებს. არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა, და მე როცა ეს ყველაფერი დავინახე ადვილად ვაკეთებდი ყველაფერს. პროექტის განმავლობაში ყველა მაქსიმალურად გვიწყობდა ხელს.
– სამომავლოდ თუ გაქვს რაიმე გეგმები სიმღერასთან დაკავშირებით?
– კი , რა თქმა უნდა. ეხლა დროებით ჩამოვედი ზუგდიდში რათა მეათე კლასი აქ დავამთავრო, სწავლაში ბევრი გამიცდა, ამიტომაც უნდა ავანაზღაურო. ზაფხულში კი თბილისში ვაპირებ დაბრუნებას და ყველანაირად ვეცდები მუსიკალურად განვვითარდე.
– შეგიძლია 2 სიტყვით მოგვიყვე შენს ოჯახზე?
– ესეიგი მყავს 2 ძმა, დედა, მამა. სევე ბებია, ბაბუა, დეიდები, მართალია ყველანი ერთად არ ვცხოვრობთ მაგრამ სულ ვნახულობთ ერთმანეთს.
- და პირად ცხოვრებაში რა ხდება? მეგობარი ბიჭი ხომარ გყავს?
–ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, ვტვლი რომ ეს ჩეთვის ჯერ ადრეა. არც მცალია ასეთი რაღაცეებისთვის.
– ძირითადად რა სახის მუსიკას უსმენ? და რომელის შენი საყვარელი მომღერალი? ან ჯგუფი?
– შერეულას. გამორჩეულად არ ვუსმენ რაიმე განხრას.. მაგრამ უფრო პოპი მიყვარს, მთავარია მსიამოვნებდეს მოსმენა. მიყვარს ბიონსე, ჯესი ჯეი, და ჯგუფებიდან "გორილაზ".
– და სიმღერის ნიჭი როდის აღმოაჩინე შენში პირველად?
–ბავშობიდან ვმღეროდი, ანუ ყველა ამჩნევდა რომ მქონდა ამის ნიჭი და ამიტომაც ყველა მთხოვდა რომ, რაიმე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სიმრერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.
– რას აკეთებ თავისუფალ დროს?
–თავისუფალი დრო როგორც ყოველთვის არ მაქვს, მაგრამ უფრო სპორტით ვკავდები.. ის ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. ასევე მეგობრებთან ერთად ვარ ხშირად.
– ვინ არიან შენი საუკეთესო მეგობრები და რამხელა ადგილი უჭირავთ მათ შენს ცხოვრებაში?
– მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ მათ ჩემს ცხოვრებაში, რადგან დიდ დროს ვატარებ მათთან. მე ძალიან მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. ასევე ჩემი ერთგული მეგობრები არიან ცხოველები, მე ძალიან მიყვარს ისინი, განსაკუთრებით ძაღლები.
– სახლში გყავს შინაური ცხოველი?
– კი სახლში მყავს კატა და კავკასიური ნაგაზი – ბინგო.
– ოცნებების ახდენის გჟერა? და რა არის ამჟამად შენი ოცნება.
– მოკლედ როგორ არ მჯერა. ჩემი უდიდესი ოცნება იყო რომ დავსწრებოდი ბარსას თამაშს უცხოეთში და ჩემპიონთა ლიგას. ეს ჩემი უდიდესი ოცნება იყო და ამიხდა. ამის მერე როგორ არ მჯერა ოცნებების ახდენის. ეხლა ოცნება არ მაქ უფრო მიზნები მაქვს.