WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ ხუთშაბათი, 2024-11-28, 10:46 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ინტერვიუ ნინო გაჩეჩილაძესთან
6:59 PM
ინტერვიუ ნინო გაჩეჩილაძესთან
ინტერვიუ ნინო გაჩეჩილაძესთან
































ინტერვიუ ნინო გაჩეჩილაძესთან


- მოგვიყევით როგორ ცხოვრობდით როგორი ბავშვი იყავით ? 

_ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი , ვცხოვრობდი ისე როგორც ყველა დანარჩენი ბავშვი ... უბრალოდ დანარჩენებისგან იმით გამოვირჩეოდი რომ ვცხოვრობდი ძალიან მუსიკალურ ოჯახში, მამა მუსიკოსია , დედა ადრე მღეროდა ანსაბლ რეროში და მამაჩემი გვასმენინებდა ძალიან დახვეწილ მუსიკას რომ ძალიან შეგვაყვარა მუსიკა მეც და ჩემს დასაც, ბავშვობაში ვოცნებობდი პრინცესობაძე, ასე მეგონა პრინცესობა პროფესია იყო ვერ წარმომედგინა რომ ეს იყო სტატუსი , მეგონა რომ ამის მიხწევა შეიძლებოდა ძალიან მარტივად და ბუნებრივად , ვიყავი ჯიუტი ეგოისტი თავნება გათამამებული ბავშვი , რომელსაც უსრულებდნენ ყველაფერს , ალბათ იმიტომ ტომ ვიყავი პირველი შვილი, ძალიან მიყვარს მამაჩემი, მასთან ძალიან განსაკუთრებული ურთიორთობა მაქვს ვფიქრობ რომ ვართ მონათესავე სულები გარდა იმსა რომ ვართ ოჯახის წევრები... ვიყავი ძალიან ცელქი , ბიჭებთან ფეხბურთსაც ვთამაშობდი.. აი სკოლაში ... უნდა ვაღიარო რომ ვიყავი ძალიან "ალქაჯი" ბავშვი ძალიან ხშირად ბიჭებთან ვჩხუბობდი . wink

- დაამთავრეთ თეატრალური ინსტიტუტი და მუსიკალური სკოლა.

_ დიახ. მუსიკალურ სკოლაში რომ არ შევსულიყავი ალბათ არც მამაჩემს ეპატიებოდა და არც დედაჩემს , როგორ შეიძლებოდა ასეთი მუსიკალური ოჯახიდან მუსიკას არ გაყოლოდნენ შვილები და რვა წლის ასაკში ჩავაბარე მეორე მუსიკალური სასწავლებელი სადაც ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ შვიდი წლის მანძილზე მახსოვს 3 -4 პედაგოგი გამოვივალე და ყველა ერთი და იგივეს მარწმუნებდა , რომ გამეგრძელებინდა საფორტეპიანოზე ჩავაბარე და ყველა მეუბნებოდა რომ ჩემგან ძალიან კარგი პიანისტი დადგებოდა , მაგრამ მე ისე ვერ ვიტანდი ფორტეპიანოს და ისე მეზარებოდა რომ ერთი სული მქონდა ჩამებარებინა გამოცდა და დამესვენა. მაგრამ როცა ვისწავლიდი ძალიან სასიამოვნო იყო შესრულების პროცესი. არასოდეს არ მდომებია მსახიობობა და ყოველთვის არასერიოზულად აღვიქვამდი ამ პროფესიას სულ მინდოდა რომ გამოვსულიყავი მხატვარი.ძალიან მიყვარდა მხატვრობა და ბავშობაშივე ვხატავდი . მაგრამ 13 14 წლის ასაკში ტვინი გადამიბრუნდა და მოვინდომე ბალერინობა მაგრამ ასეთ ასაკში სხეული იმდენად ჩამოყალიბებულია რომ ბალეტისთვის ძალიან დაგვიანებულია და მტკიცე უარის გამო გადავწყვიტე დამენებიბინა თავი ამაზე ფიქრს და უნდა მერჩია წესიერი პროფესია და გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია რომელიც ახლოს იყო სცენასთან მაგრამ მამაჩემი კი უარზე იყო და ამბობდა რომ მათ კაპიკების ფასად უხდებათ ტანჯვაო მაგრამ მე მაინც ბოლომდე "ვაწვებოდი" ჩემს აზრს.

- გადავიდეთ ჩემი ცოლის დაქალებზე.

_ დამირეკა უფროსმა კოლეგამ და მითხრა ნინო მემგონი შენთვის საინტერესო წინადადებით გირეკავ და წადი ქასთინგზეო , რათქმაუნდა წავედი ქასთინგზე.

- რა მინუსები და პლიუსები აქვს შენს გმირს კატოს ?

_დიდი პლიუსი აქვს ის რომ არის საკმაოდ კეთილი, მინუსები აქვს ბევრი , დიდი მინუსია ის რომ ის იმდენად შტერია რომ იმდენ შეცდომას უშვებს რომ პირველ რიგში თავის თავს აზარალებს.

- ღით გავხარ შენს პერსონაჟს ?

_ალბათ ვიზუალით wink თუმცა მეუბნებიან რომ ცხოვრებაში როგორი გამხდარი ყოფილხარო და იქ როგორი ხორც სავსე ჩანხარო winkერთადერთი იმით ვგავარ რომ ვარ ძალიან გულიბრყვილო და ხშირად ვენდობი უნდობ ადამიანებს 

- როგორ სტილს ანიჭებ უპირათესობას ? 

_ მაქსიმალურად კონფორტულს 

- როგორც კი გამოჩნდი მაშინვე შეუყვარდი ხალხს და გახდი ცნობილი . რათომ აქამდე არ გამოჩნდი ტელე ეკრანზე ? 

_ ყოველთვის იცით როგორხდებოდა ? მივიდოდი ქასთინგზე და "დაგირეავთ" ზოგი რეკავდა მაგრამ ბევრი იღებს ჩქარ გადაწყვეტილებას , ზოგი იყო ისეთი რეჟისორი რომ იტყოდა "აი შენ მოუხდები ამ როლს " და სხვას აღარ აქცებდა ყურადღებას.უნდა გამოგიტყდეთ რომ თეატრი უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ტელე ეკრანი . თეატრი ალბათ უფრო ახლოსაა ჩემს სულიერ სამყაროსთან.

- თუ საჭიროა როლისთვის გაიხდი ? 

_ ოოო wink ვიცი რომ ეს ჩემი პროფესიაა მაგრამ .. შეიძლება ბევრი ელოდება ჩემგან გახდას .. რათქმაუნდა არ გავიხდი განა იმიტომ რომ მე ჩემი ფიზიკური მონცემებით ვარ უკმაყოფილო ან იმაზე ვფიქრობ ვაიმე ხალხი რას იყტვის .. არაა ?!უბრალოდ ეს არაა ჩემის სტილი

- საყვარელი მსახიობი ქალი და მამაკაცი მითხარი ?

_ ჩემი საყვარელი მსახიობები არიან : ზურა ყიფშიძე , ეროსი მანჯგალაძე , სესილია თაყაიშვილი და ლეილა აბაშიძე 

- რომანტიკოსი ხარ ?

_ კი გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ 

- რაში გამოიხატება ეს ?

_ძლიან ბევრ რამეში 

- ჯიუტი ?

_ ჯიუტიც ვარ wink 

- ბავშვობიდან შემორჩენილი თვისებები და ხასიათი ? 

_ კი მაგრამ ჩემი და უფრო ჯიუტია ვიდრე მე , მე ამ მხრივ ცოტა დათმოვა ვისწავლე თაკო ძალიან ჯიუტია

- რაზე კამათობთ ყველაზე ხშირად შენ და შენი და ?

_ რავიცი რაღაც უაზრობებზე , აი სერიოზულზე არაფერზე 

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ან გქონდათ ?

_ ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით და ეხლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს 

- შენი საყვარელი ნივთი ?

_ ჩემი საყვარელი ნივთი არის ჩანთა სადაც შეგიძლია ჩაყარო ბევრი სხვა ნივთი wink wink 

- შენი აზრით რა არის ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება ?

_ეს არის გამძლეობა მოთმინება და რწმენა ! რომელიც მას მიყვება მთელი ცხოვრების მანძილზე

-ყველაზე მტკივნეული თემა რა არის თქვენთვის ?

_ რათქმაუნდა როცა მახსენდება რომ აღარარიან ჩემს გვერძე ის ადამიანები ის ოჯახის წევრები რომლებიც ადრე იყვნენ და ეხლა აღარ მყავს გვერდით 

- რა ხდება დღეს შენს პირად ცხოვრებაში ?

_ დღეს ძალიან უინტერესოა ჩემი პირადი ცხოვრება . ამ წუთს არარის ჩემს გვერდით ისეთი ადამიანი რომ ვთქვა რომ რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში 

- დაახასიათე მამაკაცი ერთი სიტყვით ?

_ მამაკაცი ? ეგოისტი ! 

- როგორ საქართველოში გინდა რომ იცხოვრო ?

_პირველ რიგში უდნა გამთლიანდეს საქართველო და უნდა განვითარდეს ! 

- რას ნიშნავს იყო პატიოსანი ?

_ იყო პატიოსანი ნიშნავს იყო გულრწფელი, არ იყტუებოდე არ ატყუებდე საკუთარ თავს და არ ატყუებდე ადამიანებს.

_ ამ ინტერვიუში ვეცადე ვყოფილიყავი ძალიან გულრწფელი = )


ინტერვიუ ნინო გაჩეჩილაძესთან
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 871 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 24
სტუმარი: 24
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz