ჯეი ზი ძვირადღირებულ საჩუქრებს, არა მხოლო თავის მეუღლეს, არამედ რიანასაც ჩუქნის, რომელთანაც სუფთა პროფესიონალური ურთიერთობა აკავშირებს. პრესა იუწყება, რომ მომღერალმა საშობაოდ საკუთარი პროდიუსერისა და მისი ხმისჩამწერი ლეიბლის "Roc Natio"-ის გუნდისგან 160 ათასი დოლარის ღირებულების "Porsche 911 Turbo S" მიიღო. ვერცხლისფერი ავტომობილი რიანას სამშაბათს გადასცეს. მომღერალმა თავისი საჩუქრის ფოტოები უკვე გამოაქვეყნა, შემდეგი სიტყვებით: "დიდი მადლობა ჩემს ძმებს Roc-დან! ძალიან მიყვარხართ, ასეთი საჩუქრის გაკეთება, ნამდვილი სიგიჟეა!" ახლა ვერცხლისფერი "Porsche" რიანას ახალი სახლის ავტოფარეხში დაიდებს ბინას, რომელიც ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა 12 მილიონ დოლარად კალიფორნიაში შეიძინა.