კოცნა ადამიანური ემოციების ერთ-ერთი სახეობაა. გამოხატავს ადმიანის მიმართ დადებით ემოციას, ყველაზე ხშირად კი სიყვარულს. კოცნა შეიძლება იყოს როგორც გულწრფელი ასევე ყალბიც. ყველაზე ყალბ კოცნად ისტორიაში ითვლება ეგრეთწოდებული "იუდას კოცნა”, როდესაც იესოს მოწაფემ იუდამ ის გაყიდა და ჩააბარა მცველებს(იუდამ, იესო გადაკოცნა და მცველებს მასზე მიუთითა).
კოცნის რამოდენიმე სახე არებობს:
სასყიყვარულო კოცნა:
გამოხატავს სიყვარულის და ვნების გრძნობას შეყვარებულებს შორის. კოცნა რომელიც გამოხატავს არამარტო გრძნობას, ემოციას და აგრეთვე აღაგრძნებს ვნებას, შეიძლება დავყოთ ორ: ნაზ და ვნებიან კოცნად.
ნაზი კოცნა:
კოცნა ტუჩებში ან სხვა სხეულის ნაწილზე, მას ახასიათებს მოკლე და წამიერი შეხება.
ვნებიანი კოცნა:
პირიქით, გრძელდება უფრო მეტი დროის პერიოდით. ყველაზე ხშირად ის ხორციელდება ტუჩებში კოცნის შედეგად. ვნებიანი კოცნის დროს პირი ოდნავ იღება რაც საშუალებას იძლევა რომ პარტნიორის ენას შეეხოთ(ასეთ უწოდებენ ფრანგულ კოცნას). ხალხმრავალ ადგილებში ვნებიანი კოცნა ოდითგანვე არასასურველ და უსიამოვნო რეაქციას იწვევდა ხალხში.
მეგობრული კოცნა:
ის გამოხავს მეგობარ ადამიანზე დამოკიდებულებას. მეგობრული კოცნა ხორციელდება ლოყის, ლოყაზე მიდებით ან ხელზე კოცნით (საპირისპირო სქესის). ტუჩები შეიძლება არ შეეხოს ერთმანეთს მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხდება მოძრაობის იმიტაცია, რომელიც კოცნას ნისნავს. ყველაზე გავრცელებული არის ადამიანის სამჯერ გადაკოცნა.
საპატიო კოცნა:
გამოხატავს პატივისცემას და თავმდაბლობას ადამიანის მიმართ. ასეთ შემთხვევაში კოცნიან ბეჭედზე რომელიც ადამიანს ხელზე უკეთია, ან უკოცნიან ფეხებს რაც მორჩილებას გამოხატავს. საპატიო კოცნა შეიძლება განხორციელდეს ადმიანის მიმართ ან ნივთის მიმართ, გამოდინარე იქედან თუ რა ღვაწლი მიუძღვის ადამიანს ამა თუ იმ საქმეში. საგნების მიმართ კი, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ? და რა? უპირატესობას ანიჩებს ადამიანი მას.
თბილი კოცნა:
გამოხატავს გახარებას და ნეტარებას. ის მიმართულია პატარა ბავშვების, ცხოველების მიმართ. პატარა ბავშვებს კოცნიან: ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე და სხვა სხეულის ნაწილებზე, ცხოველებს კოცნიან: სიფათზე ან ცხვირზე. არის შემთხვევები როცა ასეთი კოცნის დროს გამოიყენება არა ტუჩები არამედ ლოყა.
მამაშვილური და ძმური კოცნა:
გამოხატავს ოჯახში ადამიენის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. იკოცნება შუბლი და ლოყები, თითქმის ყოველვის ხდება შეხება ორ ადმიანს შორის და აგერთვე როგორც მეგორბულ კოცნაში მიღებულია სამჯერ გადაკოცნა.
ჰაეროვანი კოცნა:
სასიყვარულო, მეგობრული კოცნის ერთ-ერთი სახეობა რომელიც აღნიშნავს ყურადღებას ან ფლირტს. ხორციელდება ხელის გულის კოცნის და საპირისპირო სქესის მიმართულებით გაშვერის შედეგად, ამის შემდეგ მკოცნელი ხელის გულზე უბერავს სულს, ვითომ აგზავნის კოცნას ჰაერში, სხვა ჰაეროვანი კოცნის დროს მკოცნელი უბრალოდ ჰაერში იშვერს ტუჩებს და ახორციელებს კოცნას.
[center]ეხლა კი რამოდენი მაფქტი კოცნის შესახებ:
1)ძველ ბაბილონში სახალხო კოცნები სასტიკად ისჯებოდა. ქალს რომელსაც კოცნაობისას შეუსწრებდნენ აჭრიდნენ ყურებს, და მამაკაცებს კი ზედა ტუჩს.
2) ვინც ხშირად კოცნაობს ნაკლებად აწუხებს კუჭის და სისხლისმიმოქცევის პრობლემები და უკეთ სძინავთ კიდეც : ))
3) ასევე კოცნა ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
4) ევროპაში ხალხი შედარებით ნაკლებს კოცნაობენ.
5) ესკიმოსებს კოცნის ეშინიათ რატა არ მიეყინნონ ერთმანეთს დაამიტომ კოცნის ნაცვლად ცხვირებს უხახუნებენ .
6) ინდოეთში და ლაპლანდიაში კოცნის ნაცვლად ცხვირით ლოყას ეხუტებიან და ღრმად მგრდზნობიარედ ოხრავენ
7) კოცნის მსოფლიო რეკორდი 17 დღე 10 საათი და 30 წუთი ეკუთვნის ჩიკაგოელ წყვილს ( 5 წუთიანი შესვენებებით საათში ერთხელ).
8) კოცნის დროს პულსი ჩქარდება 150 მდეც კი.შეიძლება გაორმაგდეს კიდეც, ტუჩები შუპდება, რბილდება და ვარდისფერდება.
9) ყოველი 3 წუთიანი კოცნა – 12 კალორიაა
10) კოცნით არ გადადის ინფექციები, ყველა ადამიანის ნერწყვში ბაქტერიებთან ერთად არის ანტისხეულები და ენზიმები.ასევე ანდროსტერონი – სექსუალური სურვილის აღმძვრელი ნივთიერება.
11) კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის "ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
12) კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
13) ადამიანების 66 % კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, დანარჩენები კი ამჯობინებენ კოცნის პროცესში პარტნიორის ყურებით დატკბნენ.
14). ამერიკული სტატისტიკის მიხედვით ქალი გათხოვებამდე სულ მცირე 80 მამაკაცს კოცნის.
15) კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.
16) მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
17) იაპონიაში, კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში არააა მიღებული ყველას თვალწინ კოცნა.
18) კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე. სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებას.
19) ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში.
20) საშუალოდ ცხოვრებაში ადამიანი ხარჯავს 20160 წუთს (ორი კვირა) კოცნაში.