მომღერალ კრისტინა აგილერას ზედმეტი კილოგრამების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ მხოლოდ "ფოტოშოპის" დახმარებით ”ხდება”.
ვარსკვლავს ხალხის აზრი მის ჭარბ წონასთან დაკავშირებით ნაკლებად ადარდებდა და საკუთარ "კონტურებში" თავს კომფორტულად გრძნობდა. თუმცა, როგორც ჩანს, წონასთან დაკავშირებული კომენტარებით კრისტინა გაღიზიანდა და რამდენიმე
კვირაში შესამჩნევად დაიკლო. NBC-ის შოუს The Voice-ის ცერემონიაზე კრისტინამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.
დასავლური პრესის ფურცლებზე აგილერას ფიგურის ტრანსფორმაციაზე სტატიებიც კი დაიწერა. ყველას აინტერესებს, როგორ შეძლო აგილერამ წონაში დაკლება - დიეტით თუ პლასტიკური ქირურგის დახმარებით. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ხერხით გაუქრა ცელულიტები, აგილერამ მხოლოდ გაიღიმა.
ახლა ის დღითიდღე იკლებს წონაში და სიამოვნებით წარმოგვიდგენს თავისი მონდომების შედეგებს. ამას ამტკიცებს სულ ახალი ფოტო, რომელიც მომღერალმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.
"კლიპის გადაღებებზე", - დააწერა აგილერამ ფოტოს, რომელშიც ის მოკლე ქვედაბოლოსა და ბიუსტჰალტერშია.
შეგახსენებთ, მომღერალმა 2011 წლის ბოლოს საგრძნობლად მოიმატა წონაში. ექსპერტების შეფასებებით, მან მინიმუმ 20 ზედმეტი კილოგრამი აკრიფა.