მაღაზია "სამოსი"-სთვის LIG Studio-ს მიერ გამართული ფოტოსესია, რომელიც შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარმოაჩენს. მაღაზიათამარაშვილის ქუჩა #19-ში მდებარეობს, ის გამოირჩევა ნარჩევი მოდური ნივთებით - წარმოდგენილი ხელმისაწვდომ ფასად!
კოლექცია წარმოადგინეს მოდელებმა: რუსა ჩაჩუა, მანიკა ასათიანი და ნანუკა გოგიჩაიშვილი.
ნანუკამ პეპლუმით და მაქმანებით დამშვენებული შავი კაბა და Hervé Léger-ის დიზაინის წითელი ბოდიქონ კაბა მოირგო, რაზეც თქვა: "მიყვარს კლასიკური სამოსი.. შავი კაბა კლასიკაა, მოვირგებდი მას ამა თუ იმ ვითარებაში. რაც შეეხება წითელ კაბას ერთერთი ცნობილი ბრენდია, უამრავჯერ გამოჩნდა სხვადასხვა სელებრითზე წითელ ხალიჩაზე და ძალიან მომწონს. თან წითელი ჩემი საყვარელი ფერია... casual style -ს რაც შეეხება ამასაც დიდი სიამოვნებით ვატარებდი."
რუსას მისონის საფირმო პრინტით დამშვენებული გრძელი კაბა ემოსა ერთერთ ლუქში, შემდგომ სრულიად განსხვავებული წითელი lacy კაბა და ირმებიანი ჯემპერი ეკლებიან უგებთან ერთად.. რთულია განსაზღვრო რომელი უფრო მოუხდა ამ ქერათმიან მოდელს.
მანიკა:"ძალიან კაგი ფოტოსესია იყო, რაც შეეხება ტანსაცმელს ყველაფერი ძალიან მომეწონა და რამოდენიმე შევიძნე კიდეც<3 "- ამბობს მანიკა ასათიანი, რომელიც ასე მალე დაუბრუნდა მოდელობას პატარას გაჩენის შემდეგ.