"..ცხოვრებაში ოცნებები არ ხდება,მაგრამ ადამიანმა აუცილებელია მათით იცხოვროს.. ბედისწერა არსებობს,მაგრამ მე მაინც უნდა შევეცადო შევიქმნა საკუთარი მომავალი და მიუხედავად იმისა,რომ სინამდვილეში მთელი სამყარო ამაში კი არ დამეხმარება არამედ პირიქით,ხელს შემიშლის მე აუცილებლად ჩემსას ვეცდები და ბოლოს ვიტყვი,რომ მე ვეცადე.. მნიშვნელობა,არ აქვს როგორი იქნება ფრაზის დასასრული.”
"ცხოვრება ჩვეული ტემპით მიდის.იცი ბედნიერი ვარ,ხოლმე როცა ამ ფრაზის დაწერა მიწევს,რადგან ყოველ სიახლეს იქნება ეს კარგი თუ ცუდი,ჩემს ცხოვრებაში ემოციები შემოაქვს და ყველაზე მეტად ეს ემოციები მაწუხებს..”
"..რომ ყოველ დღე სხვადასხვა შეხედულებებით ვიღვიძებთ,ისევე როგორც ყოველ ახალ დღეს სულ სხვანაირი მზე ანათებს ხოლმე ღრუბლებიდან,მე ასე მჯერა..”
"არ ვიცი აღვნიშნე თუ არა,როგორ გავამდიდრე პირადი ლიტერატურა ზაფხულში,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ მიყვარს წიგნები. <3 და ყოველ ახალ დამთავრებულ წიგნზე კიდევ უფრო მიყვარდება.. კითხვა იმ სამყაროს გაწვდის,რომელიც გჭირდება და არც მე ვარ გამონაკლისი..”
"მინდა მოკლედ ვთქვა,რომ მე კარგად ვარ.ყოველ შემთხვევაში ერთ დღეს ასე ვიძახი,მეორე დღეს ისე.. და ბოლოს იმედია მივხვდები,რომ ესაა ცხოვრება,ხან ასეთი და ხან – ისეთი..”
ვწერ,იმიტომ რომ წერა მიყვარს! და მაპატიეთ თუკი ეს სიტყვები ცუდად გაიჟღერებს,მაგრამ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ისაა,ვის მოსწონს და ვის არა ჩემი ნაწერი.. უბრალოდ ყოველთვის გააკეთეთ ის რაც ბედნიერს გაგხდით,ცხოვრება ისედაც არაფრით გვანებივრებს..
არ აქვს მნიშვნელობა,ვინ რა მიზნით ცხოვრობს ამ ქვეყნად.საკუთარ ცხოვრებას უპატრონეთ,სხვისას უკვე ჰყავს პატრონი..
ბედნიერებას გისურვებთ და საკუთარ თავთან მაინც,გულახდილობას!