WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ ხუთშაბათი, 2024-11-28, 10:44 AM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » • Michael Jackson •
10:50 PM
• Michael Jackson •
პოპის მეფე-მაიკლ ჯექსონი


• Michael Jackson •






























• Michael Jackson •

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


ის ამბობდა: �მე მივაღწევ იმას, რომ მთელმა მსოფლიომ გამიცნოს და თქვას: "მე მიყვარს მაიკლ ჯეკსონი და მისი მუსიკა !.."

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, შეხვედროდა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს... 2009 წლის 29 აგვისტოს პოპის მეფეს 51 წელი უსრულდებოდა...

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


მაიკლი 1953 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, როგორც შემდეგ დედამისი იხსენებდა, �მაიკლი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა დანარჩენი დედ-მამიშვილებისგან, ის ისეთი არ იყო, როგორც ყველა�.

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


მან მალე დაიწყო სიარული, ლაპარაკი და ძალიან მოძრავი იყო, მართალია, მომღერლის დედას არ უყვარდა ბავშვების ქება, მაგრამ ის მხოლოდ მაიკლისთვის უშვებდა გამონაკლისს: �არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ვუნდერკინდია, მაგრამ მასში არის რაღაც განსაკუთრებული�.

• Michael Jackson •

• Michael Jackson •

• Michael Jackson •

• Michael Jackson •

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


უსაზღვრო ენერგიის მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სკოლის წინ, სახლთან იკრიბებოდნენ მეზობელი ბავშვები და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, თამაშობდნენ, ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე ცნობილი იყო.

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


1965 წელს ჯეკსონის მამამ, ჯომ ჩამოაყალიპა ჯგუფი - �5 ჯეკსონი�, რომლის წევრებიც მაიკლ ჯეკსონი და მისი ძმები იყვნენ, მათ მიიღეს მონაწილეობა რუზველტის მიერ ჩამოყალიბებულ ტალანტების კონკურსში და პირველი ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებით ყველა გააოცეს, რადგან ისინი ყველაზე პატარა მონაწილეები იყვნენ, მაყურებელი აღფრთოვანებას ფულის სროლით გამოხატავდა. ბავშვები, მამასთან ერთად, დადიოდნენ კონცერტებზე ფენიქსში, კანზას-სიტიში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში.

• Michael Jackson •

• Michael Jackson •


მაიკლი და მისი ოჯახი


• Michael Jackson •


მაიკლი და მისი და ჯანეტი


• Michael Jackson •


1970 წელს მაიკლმა ჩაწერა ბალადა - �Got To be There� სტუდია �მოტოვნში�, რომელიც მალე ჰიტი გახდა არამარტო ამერიკაში, არამედ - ევროპაშიც.
1972 წელს კი გამოვიდა მისი პირველი სინგლი - �Ben�.
მაიკლმა მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება არაჩვეულებრივი საცეკვაო ტექნიკით, მაყურებელს ეჩვენებოდა, რომ ის იყო ადამიანი ძვლების გარეშე, რომელსაც ერთიდაიგივე მომენტში შეეძლო, ემოძრავა სხვადასხვა მიმართულებით. მაიკლი სწრაფად იპყრობდა კარიერულ მწვერვალებს. 1978 წელს ის გადაიღეს ფილმში - �ჯადოქარი�. მოგვიანებით, ჯეკსონი შეხვდა კომპოზიტორ კვინსი ჯონსს, ამ შეხვედრის შედეგი იყო მისი პირველი ალბომი, რომელიც 19 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

• Michael Jackson •


პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, მომღერალს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი ცხვირი და აფრო-ამერიკული გარეგნობა. ხშირად აღიზიანებდნენ ძმებიც, მამა ბავშობაში მახინჯს ეძახდა და როგორც კი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო გარეგნობის შეცვლა.
არსებობს მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, მაიკლმა მიმართა ექიმს მძიმე დამწვრობით, რომელიც �პეპსის� რეკლამის გადაღებების დროს მიიღო. ის ამბობდა: �მე მივაღწევ იმას, რომ მთელმა მსოფლიომ მცნოს და თქვან: მე მიყვარს მაიკელ ჯეკსონი და მისი მუსიკა და ჩემი კანის ფერს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება!�
1984 წელს ჯექსონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეკორდული მაჩვენებელი გაიყიდა პოპ-მუსიკის ისტორიაში. რის შემდეგაც მაიკლი აღიარეს სუპერ-ვარსკვლავად. 1985 წელს კი გამოუშვა აფრიკული სინგლი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა, იმ დროისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად მაღალი იყო, რომ გამოყო 47 მილიონი დოლარი ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნისთვის.

• Michael Jackson •


1994 წელს ჯეკსონი დაქორწინდა როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარია პრესლიზე. ლიზა მარია ირწმუნებოდა, რომ მაიკლი მას ჯერ კიდევ იქიდან მოსწონდა, როდესაც პირველად სცენაზე ჯგუფ �5 ჯეკსონის� კონცერტზე ნახა. მსაჯულმა ჰიუგო ალვარესმა, რომელმაც წყვილი ქორწინების რეგისტრაციაში გაატარა, თქვა მისის პრესლიზე: �თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ლიზა მარია ჯეკსონს როგორ უყურებდა, მის თვალებში დიდი და უძირო სიყვარული იკითხებოდა�.

• Michael Jackson •


ბევრმა ეს ქორწინება აღიქვა როგორც გამოჩენილი მომღერლის ფანდი, რომლის მეშვეობითაც მაიკლს სურდა, თავისი პოპულარობა უფრო განემტკიცებინა, ეს ქორწინება იყო წარუმატებელი, რომელიც 2 წელში დასრულდა. განშორების შემდეგ მარია პრესლიმ ჟურნალ �ფლეიბოისთან� ინტერვიუს დროს განაცხადა: �ეს იყო სისულელე, მაგრამ მე ამას მივხვდი ერთი წლის შემდეგ, ის საერთოდ არ არის სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი, მასში თითქოს იყო რაღაც გამოუცნობი და მეჩვენებოდა, რომ მე შეყვარებული ვიყავი, რაც შეეხება შვილებს. ის მაძალებდა გამეჩინა, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი�.

• Michael Jackson •


შედარებით წარმატებული გამოდგა მაიკლის მეორე ქორწინება. 1996 წლის ბოლოს მან ცოლად მოიყვანა დები როუ, მათ ეყოლათ ვაჟიშვილი და გოგონა, 1999 წელს ისინი დაშორდნენ. ხმა ხელოვნურად განაყოფიერებაზე და ჯეკსონის მამობაში ეჭვის შეტანაზე, არ წყდებოდა. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ დები, უბრალოდ, ასრულებდა დედის როლს, მან კარგად იცოდა, რომ მაიკლს შვილების ყოლა უნდოდა, რაც ლიზა მარიასთან არ გამოუვიდა.

• Michael Jackson •


დები როუ დაშორების შემდეგ იტყვის: �ჩემი შვილები მე არ მეძახიან დედას, რადგან მე ეს არ მსურდა, ისინი მაიკლის შვილები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისენი ჩემი შვილები არ არიან. მე გავაჩინე ისინი იმიტომ, რომ მაიკლი გამხდარიყო მამა, მე მჯერა, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნილნი არიან მშობლებად და სწორედ მაიკლია ერთ-ერთი მათაგანი, ის შესანიშნავი ადამიანია, საუკეთესო მეგობარი და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე იმ დღიდან, როცა გავიცანი. ხალხი ლაპარაკობს, რომ მე ჩემი შვილები მივატოვე, მე ისინი არ მიმიტოვებია, უბრალოდ, ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან.�


იმ შემთხვევის მერეც კი, როდესაც სასტუმროს აივანზე ჯეკსონი აჩვენებდა ბავშვს ჟურნალისტებს და კინაღამ გაუვარდა ხელიდან, ის მაინც ითვლებოდა კარგ მამად, მაიკლს სურდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა. 11-12 შვილზე ოცნებობდა, მაგრამ სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

• Michael Jackson •


მაიკელ ჯეკსონზე მოარული ჭორები უფრო მეტ ინტერესს მატებდა მის პერსონას. ყველაზე მტკივნეული დარტყმა მან 1993 წელს მიიღო, როდესაც 13 წლის მოზარდთან სექსუალურ კავშირში დასდეს ბრალი, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, თუ როგორ გადაუხადა ჯეკსონმა ბავშვის მშობლებს 20 მილიონი დოლარი, მაშინ კი ეჭვი აღარ არსებობდა, რომ ის იყო �დამნაშავე�.

• Michael Jackson •


2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე - 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯეკსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ ლოს-ანჯელესის პოლიცია საქმეს მაინც იძიებს. 

ამბობენ, რომ ადრეული ბავშობის წლებში გადატანილი ნერვიულობა გახდა მიზეზი მოვლენების სწრაფი განვითარების, ის იყო ბავშვი მამაკაცის სხეულით, �მას არასდროს არ ჰქონდა ბავშობა�. იმის მიუხედავად, რომ გარდაიცვალა, მაიკლი არასოდეს მოკვდება, რადგან მან ბევრი ულამაზესი სიმღერა უსახსოვრა დედამიწას, ეს კი მის უკვდავებას განაპირობსებს, - აცხადებენ მომღერლის ფანები.


• Michael Jackson •
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1328 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 21
სტუმარი: 21
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz