აგერ უკვე მესამე კვირაა ირლანდიულ-ინგლისური ჯგუფის ალბომი ლიდერის პოზიციას არ თმობს და 2012 წლის საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს.
One direction-ს უკვე ჩვევად ექცა მსმენელის გაოცება. ჯერ იყო EMA-ზე მიღწეული წარმატება, შემდეგ ერთი შეხედვით ამბიციური განცხადებები რეკორდის მოხსნასთან დაკავშირებით, (შეგახსენებთ, რომ ჯგუფს გეგმაში ქონდა მუსიკალურ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაეყიდა ახალი ალბომი სახელწოდებით ”Take me home”) მაგრამ როგორც ჩანს ამ ჯგუფის წევრები ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც უბრალოდ არაფერს ამბობენ და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევენ ხოლმე.
აგერ უკვე მესამე კვირაა ირლანდიულ-ინგლისური ჯგუფის ალბომი ლიდერის პოზიციას არ თმობს და 2012 წლის საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს.
ალბათ ეს წარმატება პროდუსერების დიდი გარჯის შედეგია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაპირველად ალბათ მათაც არ ჰქონდათ გეგმაში,რომ One Direction-ი რეკორდს მოხსნიდა. რა გასაკვირია?! ეს ჯგუფი ხომ სულ რამდენიმე თვის წინან მხოლოდ თინეიჯერი გოგონების ყურადღებას იქცევდა.