ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმატული წყვილი - ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, აგრძელებენ თავიანთი აურაცხელი თაყვანისმცემლების დაინტრიგებას, მომავალი ქორწილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით. როგორც ცნობილი გახდა, ცერემონიალი ჩატარდება წყვილის კუთვნილ ფრანგულ მამულში - შატო მირავალში, ხოლო სტუმრებისთვის შერჩეული გასართობი ღონისძიებები, როგორც ჩანს, სულაც არ არის ფრანგული. საქორწინო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ სპილოები, რომელთაგან თითოეული შეასრულებს ჯოლისა და პიტის ოჯახის წევრების როლს. ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ სპილოები სტუმრებს გაართობენ. თუმცა, წყვილის თაყვანისმცემლებს, სპილოებზე მეტად ერთი კითხვა აწუხებთ: - ამდენჯერ გადატანილი თარიღის შემდეგ, შედგება თუ არა ქორწილი საერთოდ?