ფენის სახეობები სხვადასხვა ტიპის თმისთვის
თანამედროვე თმის საშრობებს (ფენებს) სხადასხვა სიმძლავრე აქვთ, 1000-დან 2000 ვატამდე. დალაქების აზრით, დიდი სიმძლავრის ფენი უფრო ხარისხიანად ვარცხნის და ასწორებს თმას. მოკლე თმა ასეთი სიმძლავრის ფენს არ საჭიროებს.
მოკლე თმის გასაშრობად საკმარისია 400-800 ვტ. სიმძლავრის ფენი. უფრო გრძელი და ხშირი თმისთვის საჭიროა 1600-1800 ვატიანი ხელსაწყო. სიჩქარეების რაოდენობა და ტემპერატურების დონე დამოკიდებულია ფენის მოდელზე. რაც უფრო მეტია ისინი, მით მეტი ვარცხნილობის კომბინაციის შერჩევა შეიძლება, რომელთაგან შეგიძლიათ ამოირჩიოთ ის კომბინაცია, რომელიც უფრო მეტად მოუხდება თქვენი თმის ტიპს. აღვნიშნოთ კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც აქვს პრაქტიკულად ყველა უკანასკნელი მოდელის ფენს. ლაპარაკია ცივი ჰაერის მოწოდების ფუნქციაზე. საუკეთესო შესაძლებლობა თმის ხარისხიანი ვარცხნილობისათვის არის კომბინირება ცხელი ჰაერისა, რაც თმას ელასტიურს და მორჩილს ხდის, ცივი ჰაერის ნაკადთან, რომელიც აგრილებს თმას და აფიქსირებს მის ფორმას დიდი ხნით.
არ ღირს დავარცხნა ცხელ რეჟიმში, თუ: თმა დახვეული გაქვთ ქიმიურად თმა დასუსტებული და თხელია (არც თუ იშვიათად ფენებს რამდენიმე სითბური რეჟიმი აქვთ)
არსებობს ფენები, რომელთაც გააჩნიათ ცივი, დასაფიქსირებელი ჰაერის ნაკადი. ძლიერი ფენების უპირატესობას განაპირობებს ჰაერის ძლიერი ნაკადი, რაც შედარებით დაბალი ტემპერატურით დავარცხნის საშუალებას იძლევა და შესაბამისად, თმას ნაკლებად აზიანებს. ფენით გაშრობა თმის ტიპის მიხედვით.
თუ ფენს მხოლოდ თმის გასაშრობად იყენებთ, საჭიროა ყველაზე ძლიერი ფენი, მაგრამ თუ თმის გასწორებაც გინდათ, საჭიროა ფენი სამი ფუნქციით:
მაღალი ტემპერატურით – წინასწარ შესაშრობად, საშუალო ტემპერატურით – გასასწორებლად, ცივი ჰაერით – დავარცხნილი თმის გასაგრილებლად.
ქიმიურად დახვეული თმის გასაშრობად გამოიყენება ფენი დიფუზიური საცმით, საიდანაც ჰაერის ნაკადი გამოდის დაშლილი და თქვენი კულულები ინარჩუნებენ საჭირო ფორმას. დიფუზორი, ეს არის სპეციალური საცმი, რომელიც აღჭურვილია მომრგვალებული "თითებით”. ისინი შესაძლოა იყვნენ სხვადასვა სიგრძის. რაც მთავარია: მეორდება თავის კონტურები. ეს საშუალებას იძლევა, რომ ჰაერმა თანაბრად შეაღწიოს თმის ძირებში.
|