WwW.MeGoBaRi.Tk უამრავი საინტერესო რამ შაბათი, 2020-01-18, 6:40 PM
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
მოდა [70]
სტატუსები [41]
სასაცილო [20]
ვარსკვლავები [100]
ვარცხნილობა [40]
ინფორმაციები [104]
სურათები [40]
ვიდეო
მუსიკა
ძებნა
მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))
6:24 PM
რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))
რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))


























ხშირად ვფიქრობთ ხოლმე(გოგონები) როგორ მოვაწონოთ თავი ჩვენ საყვარელ ადამიანს.ათას რამეს ვფიქრობთ ხოლმე.საბოლოოდ კი ისე ხდება,რომ ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს ვკარგავთ და ის აღარ ვართ ვინც ვიყავით. ჩემი აზრით,კი სწორედ ესაა მთავარი-უნდა დავრჩეთ ისეთები,როგორებიც ვართ. თუმცა,ამ პოსტში ისეთი რჩევებია,რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ.


რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))

რამდენიმე საინტერესო რჩევაა გოგონებისთვის,რომლებსაც თუ გაითვალისწინებთ,დამეთანხმებით,ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება:



1.დაივიწყე შენი ნაკლი და უარყოფითი თვისებები,მხოლოდ შენს ღირსებებსა და დადებით მხარეებზე იფიქრე.

2.ცხვირს ნუ ჩამოუშვებ,გოგონები,რომლებსაც მოსწონთ და უნდათ,იყვნენ საუკეთესოები,ყოველთვის თავაწეულები დადიან.

3.გამოუშვი შენგან მეტი პოზიტივი.იყავი აქტიური,ხალისიანი და საკუთარ თავში დაჯერებული.გარშემომყოფებში მზის სხივის ასოციაციას უნდა იწვევდე…

4.იცოდე მოსმენა და პატივი ეცი სხვის აზრს.ნუ მოახვევ შენს აზრებს სხვებს ძალით..

5.მოუარე წარბებს,თვალები ხომ სულის სარკეა,ლამაზად გაკეთებული წარბი კი თვალს სულ სხვა ელფერს აძლევს.

6.ნუ გეშინია ცვლილებების და ნუ ჩაიციკლები ერთ სტილზე,მოსინჯე თავი სხვა სტილშიც.

7.აუცილებლად მიაგენი შენი სუნამოს სურნელს და მისი ერთგული დარჩი.დროთა განმავლობაში სურნელი კონკრეტულ ადამიანებთან ასოცირდება.

8.სწავლის პარალელურად დაკავდი სხვა რამით,მაგალითად,მიდი ცურვაზე ან ფარიკაობაზე.ნებისმიერი ბიჭი ოცნებობს სუპერგოგონასს გაცნობაზე.

9.ნუ იქნები სხვისი ასლი,მოძებნე საკუთარი თავი.მხოლოდ სულელი იამაყებს იმით,რომ მისი რჩეული თავის თავს კი არა,ანჯელინა ჯოლის გავს.

10.ბიჭის თანდასწრებით მადიანად,მაგრამ თავშეკავებულად და მოწესრიგებულად ჭამე.ბევრ ბიჭს აღიზიანებს სიტყვა ,,დიეტა”.


რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))

11.ყურადღება მიაქციე სიარულის მანერას.ეცადე,ის ქალური იყოს.სიარულის დროს საკუთარ ფეხებს კი არ უყურო,თავი მაღლა ასწიე,ნუ იჩქარებ და ნურც იბოდიალებ.

12.ეცადე წონა აკონტროლო,ოღონდ მკაცრი დიეტით კი არა,ჯანსაღ კვების რეჟიმითა და ვარჯიშით.

13.ბევრი იკითხე,განათლებულ ადამიანთან ურთიერთობა ყველას მოსწონს.

14.იყავი მიზანდასახული.დაისახე მიზანი და იარე მისკენ თავაწეულმა.ასეთ გოგონები ძალიან იზიდავენ ბიჭებს.

15.ყურადღება მიაქციე თმას.დაყენებული ვარცხნილობა მხოლოდ წვეულებებზეა ლამაზი.სხვა დღეებში ბუნებრივად მიშვებული,ოღონდ აუცილებლად მოვლილ თმა გაცილებით მიმზიდველია.

16.არ აუწიო ხმას,აკონტროლე თავი.

17.პირველივე პაემანზე ნუ დაფქვავ ბიჭთან ყველაფერს,დაიტოვე პატარ-პატარა საიდუმლოებები,რომელთა გამოცნობა და ამოხსნა ბიჭებს ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ.

18.თუ თავად არ გთხოვენ დახმარებას,ნუ ასწავლი გარშემომყოფებს ჭკუას,ეს მხოლოდ აგრესიას გამოიწვევს.

19.დაასაჩუქრე ოჯახის წევრები და მეგობრები,იყოს იაფფასიანი და თუნდაც შენივე გაკეთებული,ყურადღება ყველას სიამოვნებ.

20.ლაპარაკისას მოსაუბრეს შეეხე,ხელზე ხელი მოჰკიდე.ფსიქოლოგები ამტკივცებენ,რომ ეს დაძაბულობას ხსნის და მას შენდამი დადებითად განაწყობს. 




რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))


რჩევა ბიჭუნებს..-სიყვარულზე უარს გეუბნებიან?
-ხშირად ხდება ისე,რომ გოგონები პირდაპირ ვერ ეუბნებიან უარს ბიჭებს,რომლებსაც უყვართ,ამიტომ გადატანითი მნიშვნელობით უწევთ საუბარი ჯობს,ასეთ შემთხვევაში შენს რჩეულს თავი არ მოაბეზრო.თუ ის შემდეგი ფრაზებით გესაუბრება,მაშინ მას შენს მიმართ გრძნობა არ აქვს:



*სიყვარულისთვის არ მცალია.

*ამ ეტაპზე მზად არ ვარ ურთიერთობისთვის.

*უკვე მყავს რჩეული.

*ჩემს კარიერაზე უნდა ვიზრუნო.

*გათხოვებას არ ვაპირებ.

*რომანს არ ვაბამ მეგობართან,შენ კი ჩემთვის მეგობარი ხარ.

*რთული ხასიათი მაქვს და ვერ გამიგებ.

*ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი ბარიერია.

*მე შენგან რადიკალურად განვსხვავებდი.

*ძმასავით გიყურებ,


*ძალიან კარგი ხარ,მაგრამ მე სხვანაირ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

*უნდა ვიმეცადინო,ვერ წამოვალ.

*არ შემიძლია შენგან საჩუქრის მიღება.

*დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ,პირველ პლანზე ყოველთვის საკუთარ სეხედულებებს ვაყენებ.

*აზიატი და აუტანელი ხარ.

*ანგარიშზე ძალიან იშვიათად მაქვს,ამიტომ არ გპასუხობ მესიჯებზე.

*არ მიყვარს სერიოზული ბიჭები(ამ დროს შენ ხარ ასეთი).

*როცა შენთან ვარ დისკომფორტს განვიცდი.

*საკუთარ თავში უნდა გავერკვე.

*საშინლად არ მომწონს შენი სუნამო.

რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))

[img]*დედაჩემი არ მიშვებს შეხვედრებზე(და ეს ძალიან ხშირად მეორდება). მაგრამ მე მიმაჩნია ბიჭებო,რომ ყველა გოგო განსხვავებულია.ზოგმა მსგავსი ფრაზებით შეიძლება მართლაც გაგრძნობინოთ,რომ თქვენს მიმართ არანაირი გრძნობა არ აქვს,თუმცა გოგონების უმეტესობას გვიყვარს,როდესაც ცდილობენ თავი მოგვაწონონ.ხშირ შემთხვევაში უარს იმ დროს ვამბობთ,როცა თქვენი გამოცდა გვინდა და გვინდა რომ ჩვენთვის იბრძოლოთ.



[center][img]a.pix.ge/q/zjnnc.jpg[/img]

რამდენიმე რჩევა გოგონებსა და ბიჭებს ))
კატეგორია: ინფორმაციები | ნანახია: 766 | დაამატა: kristinezedashidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სურათები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 21
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
top.ge

BeAuTiFuLL
Free web hosting - uCoz