ალბათ არ იცოდით, რომ რუსკა მაყაშვილი და მისი და ნინუცა დედის გვარს ატარებენ. რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობა აირია, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს. რამდენიმე წლის წინ "პირველ არხზე" გადიოდა გადაცემა "ფინჯან ყავასთან". რუსკას ბებიამ შემთხვევით გადართო ამ გადაცემაზე სადაც რუსკასა და ნინუცას მამა, კოკა თავის თავზე ყვებოდა, თუ როგორ დაიწყო ხატვა. (მაშინ მას უკვე ჰყავდა ახალი ოჯახი და ორი შვილი.) უცებ კი მას ასეთი რამე უთქვამს, მე მყავს მეუღლე და ორი შვილიო, ცხადია მან მეორე ქორწინებაში გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა, რუსკასა და ნინუცაზე კი არაფერი უთქვამს. გოგონებისთვის ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა და ამავე დროს ბოლო წერტილიც. მათ გადაწყვიტეს: "ჩვენ მაყაშვილების ოჯახი გვზრდის და დღეიდან ამ გვარს ვატარებთო".
რუსკა და ნინუცა ბიძის (დედის ძმის) გაზრდილები არიან და რთულ სიტუაციებში მამობას სწორედ ის უწევდა. ქალბატონმა თამარმა კოკას სთხოვა, მოეწერა ხელი შვილების გვარის გამოცვლაზე, ისიც უპრობლემოდ დასთანხმდა. გოგონებს მამასთან ურთიერთობა აღარ აქვთ, მაგრამ მაინც ცდილობენ საკუთარ დედმამიშვილებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ქალბატონი თამარი კი მეორედ გათხოვდა, ჰყავს ვაჟი ელიზბარი, რომელსაც თეატრი განსაკუთრებით უყვარს. ნინუცასაც ჰყავს ვაჟი პირველი, უიღბლო ქორწინებიდან, ახლა მარტოა და მთელ დროს შვილსა და თეატრს უთმობს. რუსკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მსახიობთაგანია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ვუსურვოთ მათ წარმატებები...