რიანა(რობინ რიანა ფენტი) 24 წლის ცნობილი, ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი ბარბადოსელი მომღერალია. ის ვარსკვლავებს შორის გამოირჩევა პირდაპირობითა და გულწრფელობით. ის არ ერიდება თამამი ინტერვიუების და კომენტარების გაკეთებას. სიახლეში მინდა შემოგთავაზოთ მომღერლის გამონათქვამები, რომელთა მეშვეობითაც მის შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალს შეიტყობთ.
მუსიკა - ჩემი შთაგონება. ეს ყველაფერია, რაც მე მჭირდება.
მე ყოველთვის კარგად ვმართავდი ჩემს ემოციებს-ყოველთვის, როცა არ მინდოდა გენახათ, თუ რა ხდებოდა ჩემ თავს, მაგრამ მე ამის კეთება შევწყვიტე.
არ ვაპირებ მუსიკალური ბიზნესიდან კინოში გადასვლას, მე ძალიან მიყვარს მუსიკა.
ამ სამყაროში ადვილად არაფერი მოიპოვება. ყოველთვის საჭიროა რაღაცის დათმობა. თუ მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, მაშინ უნდა შევეგუო, რომ რაღაცების შეწირვა მომიწევს.
ყველაფერს, რასაც გვრძნობ აისახება ჩემს მუსიკაში. მე ვარ უბრალო, გულღია გოგონა.
ნიჭი საჭიროა, მაგრამ არა საკმარისი! გამარჯვებისთვის ასევე საჭიროა ხასიათი.
როდესაც ირგვლივ მესმის: „რიანა, რიანა, რიანა", არ მაქვს რეაქცია, ხოლო როდესაც ვინმე ახსენებს რობინს, მე მაშინვე ვრეაგირებ. (რობინი-მომღერლის პირველი სახელი).
მე არასდროს ვთამაშობ წესებით, პირიქით ყოველთვის ვარღვევ მათ.
მე მინდა სწორი მაგალითის მიცემა ყველასთვის, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს.
ფილმში მინდა ვითამაშო მანიაკი ან ლესბოსელი, ან ორივე ერთად.
არ აქვს მნიშვნელობა, რა გსურთ ცხოვრებაში, უბრალოდ იცოდეთ-დაწყება ყოველთვის რთულია.
მუსიკა ჩემს სისხლშია!
ეს აუწერელი განცდაა: როცა მე ვდგავარ სცენაზე და ვაცნობიერებ, რომ ამდენი ხალხი აქ მხოლოდ ჩემთვის მოვიდა.
თუ ხალხი თითს გიჩვენებს, მაშინ რაღაცას წარმოადგენ.
ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრადაა სავსე და არა ცარიელი. მე ვცდილობ დავაფასო მომენტი.
მე ვიყავი ძალიან გამხდარი და ეს არ მიხაროდა, ახლა კი მინდა მქონდეს ისევ ძველი უკანალი.
არასდროს მდომებია შევხვედროდი თეთრკანიან ბიჭებს...მაგრამ ეს მანამდე, სანამ არ ვნახე ჯასტინ თიმბერლეიკი, ორლანდო ბლუმი, პოლ უოლკერი...
ბიჭებში ყველაზე მეტად მიყვარს სიმაღლე. ის არ უნდა იყოს 6 ფუნტზე ნაკლები. მან უნდა იცოდეს, თუ რა უნდა ცხოვრებისგან და არ უნდა იაროს სხვის ნებაზე.
ბარბადოსში ცხოვრების პერიოდში ცეკვა წარმოადგენდა ჩემი კულტურის ნაწილს.
ადრე მე მხოლოდ რეგის ვუსმენდი. ამერიკაში გადასვლის შემდეგ კი სხვადასხვა ჟანრის მოსმენა დავიწყე. მე მინდა გავსინჯო ყველაფერი და ავურიო ერთმანეთში.
ყველა ჩემი მეგობარი ბიჭია. რატომღაც არ შემიძლია გოგონებთან ურთიერთობა. მყავს 3 მეგობარი გოგო და მილიონი მეგობარი ბიჭი.
მე თუ არ გავხდებოდი მომღერალი, ვიქნებოდი ფსიქოლოგი.
მე ნამდვილად მივიჩნევ თავს მაზოხისტად, მაგრამ არ ვიტყვი რას ვგულისხმობ ამაში.
მიყვარს ტელევიზორის ყურება და რამე ცხარე საჭმლის მომზადება. შემიძლია მოვამზადო თევზი სანელებლებით ან რამე იტალიური.