არაფრისმთქმელი სიტყვები, ბურუსჩამოწოლილი გრძნობა, ცრემლიანი თვალები, მიყუჩებული ოცნებები და ტკივილნარევი გულისცემა. მაშინ როცა ყველაფერი მთავრდება და ხელიდან გეცლება "ის" ერთადერთი..
არსადმიმავალი გზა, შენი ორი "მე", შიში, ერთნაირი შიში ცხოვრებისა და სიკვდილის..
მოგონებების წვიმა, შენ კი ქოლგა დაკარგე და იცი, რომ ეს წვიმა არასდროს არ გადაიღებს..
იმედგაცრუება...ტკივილი იმისა, რომ შენი ოცნებები უბრალოდ გაქრნენ..
მე.. გაქრა..
გულში ჩაღვენთილი ყოვრლი ბედნიერების წამი და სიტყვები "დაწყნარდი" "გადაიტან".. არაფროსმთქმელი სიტყვები შენთვის, გულს, მაინც "ეტკივილება"
შენს ირგვლივ მიმოფანტული კითხვები "როგორ ვიცხოვრო?" ჰმ.. პასუხგაუცემელი..
აზრები, ფიქრები, რომლებიც გაშინებენ და საკუთარ თავს ვეღარ ენდობი...
იქ.. გულიც აღარ ფეთქავს..
გული რომელიც ერთდროს ყოველწამს გახსენებდა და ჩაგძახოდა "იცი? განა იცი? რა ბედნიერი ვარო"
გული რომელიც ძალით გააჩერეს.. არადა მას უნდოდა ფეთქვა..
გული რომელიც გააჩუქე უანგაროდ მაგრამ არც ისე კარგი საჩუქარი აღმოჩნდა მისთვის..
თბილი ხელები, ჩახუტება, კოცნა,აკანკალებული სხეული, ათრთოლებული ხმა...
და
ტკივილი
მაშინ, როცა ყველაფერმ მთავრდება და ხელიდან გეცლება "ის" ერთადერთი..