ინგლისის საგრაფო სტაფორდშირში მცხოვრებმა დონა მილინგტონმა საქორწინო კაბის ფორმის ულამაზესი ტორტი გამოაცხო.
იდეა მის ქალიშვილს, 6 წლის ჰანას ეკუთვნის, რომელმაც ფოტოალბომში დედის ქორწილის ამსახველი ფოტოსურათები ნახა და კაბით მოიხიბლა. დონამ გადაწყვიტა, ჰანა გაეხარებინა და საკუთარი საქორწინო კაბის დიზაინით გემრიელი ტორტი გამოაცხო
ტორტის გამოსაცხობად 224 კვერცხი, 12 კილოგრამი ფქვილი და 12 კილო შაქარი დაიხარჯა. ქალბატონი ტორტს 1 კვირის განმავლობაში აცხობდა და კრემით რთავდა. ტორტი 2 000 სტუმარს დააპურებს.
ქალბატონი ტორტის გაყიდვას არ აპირებს. ტორტი 6 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.