სკარლეტ იოხანსონი – ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი. მას წარმატება მოუტანა ფილმებმა 'Spellcaster', 'Ghost World', 'Lost in Translation', და 'Girl with a Pearl Earring'. სკარლეტ იოჰანსონი 1984 წელს დაიბადა ნიუ–იორკში. მისი მამა, კარსტენ იოჰანსონი – გამოსახლებული დანიიდან , სცენარისტის და რეჟისორის ეინერ იოჰანსონის შვილი იყო. სკარლეტის დედა, მელნი სლოანი ამერიკელი ებრაელების ოჯახიდანაა წარმოშვებით. მშობლების განქორწინების გამო სკარლეტი ორ ქალაქში ცხოვრობდა – ნიუ–იორკში და ლოს–ანჟელესში. ნიუ–იორკში ის ბავშვობიდანვე დადიოდა ლი სტარსბერგის სამსახიობო სკოლაში, თუმცა კარიერა სკარლეტს ლოს–ანჟელესში დაეწყო: 1992 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მიღმა დადგმულ წარმოდგენაში სახელწოდებით 'Sophistry'(სოფისტიკა), სადაც იტან ხოუკთან ერთად თამაშობდა. სკარლეტის უფროსი და, ვენესა, ასევე მსახიობია. სკარლეტს ასევე ძმა ყავს ედრიანი, ტყუპისცალი ძმა ჰანტერი და გერი ძმა კრისტიანი.
2002 წელს იოხანსონმა სკოლა ნიუ–იორკის რაიონში მანხეტენში დაამთავრა. 2004 წელს ის მონაწილეობდა აშშ–ს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში ჯონ კერის დემოკრატიული პარტიისგან. სკარლეტ იოჰანსონი სუნამოს Eternity Moment ,Calvin Klein სარეკლამო კამპანიის სახეა. 2006 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ფირმასთან L’Oreal. მსახიობი ისეთი შემსრულებლების კლიპებში მონაწილეობდა, როგორიცაა ბობ დილანი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. თავისი პირველი კინოროლი სკარლეტმა მიიღო ფილმში 'North', სადაც ახალგაზრდა ელაიჯეი ვუდთან ერთად ითამაშა. მისი რამოდენიმე მომდევნო როლი შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა 1996 წელს სკარლეტმა თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა ფილმში 'Manny & Lo', რომელშიც მიიღო ნომინაცია პრემიაზე Independent Spirit Awards, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელმა. გრეის მაკლინის როლმა რობერტ რეტფორდის ფილმში ''Spellcaster'', რომელიც სკარლეტმა 1998 წელს მიიღო, მსახიობს აშშ–ში პირველი პოპულარობა მოუტანა.
ამის შემდეგ იოჰანსონი პატარა როლებში მონაწილეობდა სხვადასხვა ხარისხოვან ფილმებში, სანამ არ დაპატიჟა რეჟისორმა სოგი კოპოლამ ფილმში 'Lost in Translation'. 2003 წელს გადაღებულ ფილმში შარლოტას როლმა იოხანსონს აღიარება მოუტანა ატლანტიკის მხრიდან, ასევე რამოდენიმე პრემია (მათ შორის პრემია BAFTA– საუკეთესო მსახიობისთვის) და ნომინაცია პრესტიჟულ კინოჯილდოებზე('ოქროს გლობუსის' ნომინაცია, კომედია/მიუზიკლში საუკეთესო შემსრულებელისთვის). იმავე წელს იოჰანსონს მონაწილეობას მიიღებს ფილმში 'Girl with a Pearl Earring': სკარლეტი მანდ გრიტის როლს შეასრულებს, ჰოლანდიელი მხატავრის მოსამსახურეს, რომლისთვისაც იმავე წელს 'ოქროს გლობუსით' დაჯილდოვდება, მაგრამ უკვე, როგორც საუკეთესო მსახიობმა დრამაში. 2004 წელს იოჰანსონი დაპატიჟებული იყო ამერიკულ კინოაკადემიაში, რომლის წევრები წყვეტენ ვინ დააჯილდოვონ 'ოსკარის' პრემიით. ამავე წელს მცირებიუჯეტიან ფილმში 'A Love Song for Bobby Long' მსახიობმა თავისი მესამე ნომინაცია მიიღო 'ოქროს გლობუსის' პრემიაზე.
შემდეგ წელს სკარლეტი ორ რადიკალურად განსხვავებულ ფილმში ითამაშებს: მაიკლ ბეის დიდბიუჯეტიან ფანტასტიურ მძაფრ–სიუჟეტიან ფილმში 'The Island' კლონირების თემაზე, და ცნობილი ვუდი ალენის ისტორიაში 'Match Point'. პიველმა ფილმმა აშშ–ს ბოქს–ოფისში წარუმატებლობა განიცადა, თან პროდიუსერები ასეთ ჩავარდნაში იოჰანსონს აბრალებდნენ: მათი სიტყვით' მსახიობმა თავისი სახელით ფართო აუდიტორია ვერ მოიწვია'. თან, იოხანსონმა ფილმის რეჟისორთან იკამათა სასიყვარულო სცენის გადაღების დროს: მსახიობი დაჟინებით ითხოვდა თავისი გმირის მკერდი გაეშიშვლებინა, თმცა სურათის შემქმნელმა აიძულა მას აზღუდის ჩაცმა. ასე თუ ისე, ფილმმა 'The Island' 180 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა მსოფლიო კინოგაქირავების დროს. მეორე ფილმი მისი კარიერისთვის ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ვუდი ალენის სურათმა 'Match Point' ამორჩეული იყო კანის ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამაში 2005 წელს და უამრავი დადებითი შეძახილი მიიღო კრიტიკოსების მხრიდან პრესაში, შეაგროვა თითქმის 80 მილიონი დოლარი ვუდი ალენისთვის ტიპიური ბიუჯეტის 15 მილიონი დოლარის დროს, და ასევე 'ოქროს გლობუსის' მეოთხე ნომინაცია მოუტანა.
2008 წლის 20 მაის იოჰანსონს დებიუტი ჰქონდა, როგორც ვოკალისტს თავის პირველ ალბომში Anywhere I Lay My Head, რომელიც შეიცავს კავერს ტომ უეითსის ვერისების სიმღერებზე. იოხანსონის სახელი ხშირად ჩნდება ტაბლოიდების ფურცლებზე: რამოდენიმე ხმაურიანი რომანი, მათ რიცხვში ჯარედ ლეტოსთან და ბენისიო დელ ტოროსთამ(რომელიც სკარლეტზე უფროსია 17 წლით). სკარლეტი ხვდებოდა მსახიობს ჯოშ ხარტნეტს: წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 'შავი ორქიდეის' გადაღებებზე. მაგრამ 2006 წლის ბოლოს წყვილი დაშრდა ერთმანეთს. ამბობდნენ, რომ სკარლეტ იოხანსონს მარკ უოლბერგთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ჰქონდა რომანები, თმცა მსახიობის აღიარებიდან გამომდინარე, ის დაიღალა უკვე ამ ჭორებისგან სხვადასვა მამაკაცევზე და თქვა, რომ ნახევარ მათგანს არც კი იცნობს. 2008 წლის 5 მაისს სკარლეტმა და რაიან რეინოლდსმა თავისი ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს.