სელენა მარი გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლიდან." ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,"ჯადოქრები უეივერლიდან," „პრინცესების დაცვის პროგრამა," „რამონა და ბიზუსი," „მონტე–კარლო." სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene," რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell," „A Year Without Rain" და „When The Sun Goes Down." 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია. სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან ტეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა. ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომეზი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.
სელენას ძალიან ბევრი ჰეითერი ყავს რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდია :((( მგონი არ უნდა გძულდეს ადამიანი რომელსაც სრულებით არ იცნობ,არ იცი რა გზა გამოიარა..ეს ალბათ მხოლოდ შურია მან ამდენ წარმატებას მიაღწია როცა მხოლოდ 20 წლის გოგონაა,შეილაბა არ მოგწონდეს რომელიმე ცელებრითი არც მე მოგატყუებთ და ვიტყვი რომ ყველა ვარსკვლავზე არ ვგიჟდები და არც მძულს..უბრალოდ არ მომწონს,ბავშვებო მინდა გითხრათ მე ვიავი ერთ-ერთი სელებრითის ჰეითერების გვერდძე ადმმინი ..მარა სინდისი მქენჯნიდა რომ ამას ვაკეთებდი და მალევე ამოვიშალე თავი.. უბრალოდ ცოდვაა ადამიანის ტყუილ უბრალოდ ლანძღვაა.. არც შეილება ადამინას გარეგნობით შეფასება ის შინაგანად უნდა შეფასდეს..! გთხოვთ ყველა დაფიქრდით რა ცუდია როცა ადამიანი გძულთ, და შეწყვიტეთ სსიძულვილი,ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს..♥
ბავშვებო მე ეს საიხლე მთელი გულით დავწერე და გთხოვთ დაფიქრდით ამ თემაზე ♥♥ ახლა კი მე ქალაგგარეთ მვიდივარ და ძალიან მომეენატრებით..ძალიან მიყვარხართ გოგონელებო..♥