ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს. ერთად ისინი უცნაურს, მაგრამ ამავე დროს ჰარმონიულ წყვილს წარმოადგენდნენ. მათი ოინებისგან მთელი სკოლა ზანზარებდა. მათი საყვარელი თამაშის სახელწოდება იყო 'გაბედავ – ვერ გაბედავ', ეს თამაში პატარებმა თვითონ მოიგონეს... თამაში მათთან ერთად იზრდებოდა, და ერთხელაც ისინი ზრდასრული ადამიანები იქცნენ. ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ისინი უკვე ვერ ხვდებოდნენ სად იყო თამაში და სად ცხოვრება, იმიტომ რომ თამაში მათ ცხოვრებად იქცა. არცერთს არ სურდა დათთმობა. ისინი ხუმრობდნენ და იცინოდნენ, ისინი ერთმანეთს ტკივილს აყენებდნენ, ისინი იტანჯებოდნენ და კარგავდნენ წლებს... მათ უყვარდათ ერთმანეთი, და ერთმანეთისთვის უთქვამთ ეს, მაგრამ თამაში ბრუნდებოდა და არ აძლევდა მათ უფლებას უბრალოდ მამაკაცი და ქალი გამხდარიყვნენ... ერთხელაც ეს შეიცვალა...