მირანდა კერი-ვიქტორია სეკრეტის ულამაზესი მოდელი, მშვენიერი დედა და მეუღლე. პროფესიიდან გამომდინარე იგი მუდამ არაცვეულებრივ ფორმაშია. რა თქმა უნდა მისი არნაგობის წყალობით ადვილად ახრხებს მოიხდინოს ნებისმიერი სტილის ტანისამოსი. მირანდას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს რასაც ამტკიცებს მისი სტილი. იგი ირგებს როგორც კლასიკურ ასევე სპორტულ და თავისუფალ სტილს. თუმცა თუ დავუკვირდებით შევამჩნევთ რამდენიმე დამახასიათებელ შტრიხს: ეს არის არაჩვეულებივი და ხარისხიანი ფეხსაცმელები, მოდური შარფი და ვიწრო შარვალი(ან მოყვანილი ტყავის ელასტკი). მირანდა საკმაოდ მომგებიანად უხამებს ერთმანეთს ფართო, დიდი ზომის ჟაკეტს,სვიტრს ან პალტოს ძალიან ვიწრო შარვლებს. ამავდროულად შეუმჩნეველი არ დარჩება მოდური აქსესუარები -ჩანთა, ქუდი, შარფი და სათვალე. სწორედ ამ ტიპის აქსესუარებით იგი ადვილად ახდენს სამკაულების ნაკლებობის კონპენსირებას.
დამეთანხმებით არანაკლებ საყვარელია ფლინიც რომელიც ასევე მოდური პატარას შთაბეჭდილებას ტოვებს.
კენდის სვინპოლი ასევე ვიქტორია-სეკრეტის ულამაზესი მოდელი. ნამდვილი ბარბი, კოხტა და მოყვანილი ტანი და მომხიბვლელი,საყვარელი სახე ნამდვილად რომ ხდის ამ ქალს სილამაზის ეტალონად. კენდისი გამოირჩევა საინტერესო სტილით. ქერა ლამაზმანს ადვილად შეუძლია მოიხდინოს როგორც ყოვრლდღიური სამოსი, ასევე ქალური ელეგანტური კაბები და შედარებით უფრო სერიოზული იმიჯი სეიქმნას. თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ რომ ახალგაზრდა მოდელს ნამდვილად უყვარს მოკლე შორტები რაც ნამდვილად უხდება. მომხიბვლელი მაისური და აქსესუარები კი ამ ტიპის ლუქს სრულყოფილებამდე ავსებს. სათვალეები და ჩანთა ყველაზე ხშირად იქცევს ყურადღებას აქსესუარებიდან. ამავდროულად კენდისი უპირატესობას ანიჭებს ტანზე მომდგარ მოყვანილ კაბებს რომელიც კარგად წარმოაჩენს სხეულის სილამაზეს. ძირითაადად მაკიაჟში მუდმივადაა გამოკვეტილი თვალები.