თმის გაშრობამდე აირჩიეთ სასურველი ვარცხნილობა. თმის ხარისხიანად დავარცხნა ფენით კულულებს უფრო ელასტიურს ხდის და აფიქსირებს მათ. თუ წინასწარ შეარჩევთ ვარიანტს, თქვენ არ მოგიწევთ ძვირფასი დროის ხარჯვა ხელმეორედ თავის დაბანის გამო. სანამ თმა ჯერ ისევ ნესტიანია, დაივარცხნეთ და დაყავით ნაწილებად: საქოჩრე, ზედა ნაწილი, კეფა და გვერდითი ნაწილები. გაშრობას ვიწყებთ კეფიდან, ვასწორებთ პატარ-პატარა მონაკვეთებს თანმიმდევრობით. ჰაერის ნაკადს ვამოძრავებთ თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით, რათა თმის ღერის ზედაპირი გახდეს გლუვი.