ქორწინება ეს ის დღეა,როცა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამ. იწყებ ახალ ცხოვრებას ადამიანთან,რომელთან ერთადაც, ხშირ შემთხვევაში,ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე დიდ დროს გადიხარ, სწორედ ამ ადამიანთან ერთად უნდა დაბერდე და ბოლო წუთები შენი ცხოვრების მასთან ერთად გაატარო. ეს რათქმაუნდა იმ იღბლიანებს ეხება,რომლებიც ერთხელ დგავენ ამ ნაბიჯს ცხოვრებაში და უმართლებთ. არიან ადამიანები , რომელთა ქორწილის დღეც ყველას აინტერესებს,ეს დღე მხოლოდ ნათესავებით,მეგობრებით, თანამშრომლებით თუ სხვა ახლობელი ადამიანებით არ შემოიფარგლება, ისინი არიან ადამიანები რომელთა ქორწილის დღესაც მთელი საქართველო ელოდება ხოლმე და ყველას აინტერესებს ესა თუ ის ცნობილი სახე,როგორ გამოიყურებოდა ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ცხოვრებაში. შემდეგ მიდის კრიტიკა,ქება-დიდება,პარტნიორის დაწუნება თუ მოწონება და ა.შ. , დარწმუნებული ვარ მსგავსი არც ამ ნიუს მოაკლდება კომენტარების სახით. ეს ის ადამიანები არიან რომელთა ფოტოებიც შეიძლება გქონდეთ ან შეიძლება არც გქონდეთ ნანახი, უბრალოდ კომენტარებში დაწერეთ თუ რომელი წყვილი მოგეწონათ ყველაზე მეტად,ქორწინების დღეს...