ახლა კი მშვენიერ მელოდიასთან ერთად დავათვალიეროთ სურათებიც
წვიმა მიყვარს, წვიმაში მარტო სეირნობა. მარტოობაც მიყვარს, უკეთესად ვგრძნობ თავს…
ნუ რას ჩაიხვიე მაპატიე მაპატიე, გითხარი არა ესეიგი ცოტას გაწვალებ და მერე გაპატიებ
მაგრამ ვერასოდეს ვრჩები მარტო. წვიმის თითოეული წვეთი მეჩურჩულება, ამბებს მიყვება: სიყვარულზე,ბედნიერებაზე…
წვიმის წვეთებთან ლაპარაკი მიყვარს, რადგან ისინი ჩემნაირი მარტოხელები არიან ..... :))) ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს, მოღრუბლულ ცაში ყურება, თითქოს ვირაცას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ…
წვიმის წვეთები კი ისევ ჩემთან რჩებიან… თმა მისველდება, სევდიანი თვალებიდან წამომსკდარი ცრემლები კი პატარა ნაკადულებს უერთდება, ლოყებზე რომ მოდიან.. არ მეშინია წვიმის წვეთების, არც სიცივის, მარტო დარჩენის მეშინია. [center]
[b]მეშინია, რომ არასოდეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩამჩურჩულებს ნუ გეშინია, მარტო აღარ ხარო… "როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება , მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის." რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი... თვალებს დახუჭავ და მოვა... მერე დაიწყება ვისთვის ვარდისფერი, ვისთვის ნაცრისფერი თოვა..."
ეს ადრე იყო წარსულს ჩაბარდა .. რაც უწინ იყო მორჩა გათავდა.. ის მონატრებაც უკვე დამთავრდა აღარც მე არ ვარ შენი პატარა...
სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ კომენტარები არ დაიშუროთ:)
შემდეგ მზეზე ან თოვლზე გავაკეთებ ნუ ეს თქვენ ამოირჩიეთ და კომენტარებში დაწერეთ:)