მობრძანდით, აქეთ მობრძანდით......... ფასდაკლებაა, sale 20%-ით.......ვყიდით მეორად საქონელს...... ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს, სიტყვებს.......... __ოო, დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან გაცვეთილია, თანაც გარღვეულია, ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ....... და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის სიტყვა "სიყვარულს"...... მობრძანდით..... იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები.......ღიმილი, ფერები...... __დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი გემოვნება გქონიათ...... და პატარა, თმაშეკრეწილ, ქოლგიან გოგონას ატანს გაცვეთილ წვიმას....... მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან........ თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რომლების აღარ გჭირდებათ.......... და კარებში რიგ-რიგობით შემოდის სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის ხალხი და აბარებს სინდისს და .......იღებენ საფასურს და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან.......... ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........მობრძანდით....... თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი სიტყვები..........ობმოკიდებული გრძნობები......... ---დიახ......გენბავთ რამე? და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა (უაზროდ არაბუნებრივად) და ბოლო თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა "ძალაუფლებას" წაეპოტინება.......დიდხანს ატრილებს ხელსი, მაგიდაზე ამაყად დაყრის "ძალაუფლების" საფასურს და გავა....... sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის მის მანქანასთან მოთამაშე ბავშვებს....... მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ გაცვეთილი ფრაზები....... ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........ ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები, დალაქავებულები და გარღვეულები მხოლოდ ლარად........ წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ" "მენატრები" "მჭირდები"........ ტროიკაც გვაქვს : "უშენდოდ ვერ გავძლებ".......ლარი ოცად....... იყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩქარეთ......... მიღებულია ნახმარი გამოხედვები, კოცნები, სიტყვები.......... მეორადი ცრემლები, ოცნებები...... გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ ნათქვამი და გამოყენებული....... იყიდება თავმოყვარეობა....... ნუ ღელავთ თუ ძალიან შელახულია , ფასს დაგიკლებთ......... მიღებულია ახალი საქონელი ევროპიდან...... იჩქარეთ ფასდაკლებაა....... იყიდება გაცვეთილი გამოხედვები ქმრებისთვის......... მეორადი კოცნები ცოლებისთვის...... ნახმარი დაპირებები შვილებისთვის........... იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............ :)